• რეკლამა
  • კონტაქტი
21:34, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ აკურთხებენ ფერისცვალებას ტაძრებში ხილს

ალია ავტორი - ალია
11:42 08-19-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
442

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირდება.

ამ დღეს, მაცხოვრის დი­დე­ბა, ბრწყინ­ვა­ლე­ბა გა­მო­ცხად­და.

დეკანოზი ლევან ალადაშვილი ამბობს, რომ ეს დღე კი­დევ ერთხელ გვახ­სე­ნებს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მიზანს, სუ­ლი­ერ ფე­რის­ცვა­ლე­ბას.

ფერისცვალება, არის დრო, როცა მოახლოებულია უფლის ჯვარცმა. მაცხოვარი მოწაფეებს ესაუბრება მოახლოებულ ჯვარცმაზე. ამის გამო მოწაფეები დამძიმებულნი არინ და ამით ცდილობს ნუგეში სცეს. ფერისცვალება იყო ნუგეში მოწაფეებისთვის, ამით დაანახა მათ დიდების ღმერთი.

როგორც სახერებაში წერია, მა­ცხო­ვარ­მა სამი მო­წა­ფე, პეტ­რე, ია­კო­ბი და იო­ა­ნე თაბორის მთაზე წაიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა.

ფე­რის­ცვა­ლე­ბი­სას იე­სოს­გან ისე­თი ნა­თე­ლი გა­მო­დი­ო­და, რომ მო­ცი­ქუ­ლებ­მა თვა­ლი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ.

ფე­რის­ცვა­ლე­ბის ჟამს მო­ცი­ქუ­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ უფალს მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ,ზეციდან კი მა­მის ხმა მო­ის­მა: „ესე არს ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლი მე სათნო ვიყავ; მაგისი ისმინეთ!“​ – ამის შემ­დეგ მა­ცხო­ვარ­მა კვლავ ად­რინ­დე­ლი სახე მი­ი­ღო და მოციქულებს უბრძანა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მის აღ­დგო­მამ­დე არა­ვის­თვის ეთ­ქვათ.

რა იყო ფე­რის­ცვა­ლე­ბის არსი და მი­ზა­ნი. რის­თვის აღ­სრულ­და ის?

ფე­რის­ცვა­ლე­ბით მა­ცხო­ვარ­მა მო­ცი­ქუ­ლებს აჩ­ვე­ნა, რომ ის ჭეშმარიტი მხსნე­ლი იყო, ის, ვი­საც ამ­დენ ხანს ელო­და კა­ცობ­რი­ო­ბა, ელოდ­ნენ  იუდეველები.

მოსე და ელია წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა­გან უპი­რა­ტეს­ნი არი­ან, მაგ­რამ ფე­რის­ცვა­ლე­ბის ხატებზე თავ­დახ­რილ­ნი დგა­ნან, ნიშ­ნად იმი­სა, რომ თვით მო­სეც კი, რო­მელ­საც იუდეველები ესო­დენ დიდ პა­ტივს მი­ა­გებ­დნენ, არა­ფერი იყო ქრის­ტეს წი­ნა­შე.

კითხვაზე, რატომ იკურთხება ხილი ამ დღეს, მოძღვარი განმარტავს, რომ ეს არის ნაყოფიერების შეწირვა უფლისთვის. ადრე, როცა მოსავალი მოვიდოდა, ქრისტიანს პირველი ნაყოფი ტაძარში მიჰქონდა და მადლობის ნიშნად უფალს წირავდა. ტოვებდა ტაძარში და შემდეგ წინამძღვარი გლახაკებს ურიგებდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved