ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია ოკუპირებული აფხაზეთის ,,საგარეო საქმეთა სამინისტროს” განცხადებას აზიარება და გია ბარამიძეს მიმართავს:
,,გია, ამად გიღირდა სიცოცხლე?!……..
ბოლოს, 2012 წლის 3 სექტემბერს შევხვდით… ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომაზე. ოცნებამ ზუგდიდი წააგო. მე, რამოდენიმე უბანზე დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე, შედეგების გაუქმებას მოვითხოვდი. ნუუუ… ვიბრძოდი რააა… შენ იმერეთიდან მოგხსნეს და ჩემთან “ საჩხუბრად” ჩამოგიყვანეს. შუა “ კამათის” დროს ზარი შემოვიდა ჩემ ტელეფონზე… გაზის და ნავთობის კორპორაციიდან დამირეკა კადრების უფროსმა და ნირწამხდარმა მითხრა- სამსახურიდან განთავისუფლებული ხართო…. გამოგხედე და გითხარი: – გია, ნავთობიდან გამივეს და მე რომ უმუშევარი დავრჩენილიყავი მაგისთვის “იშრომე” ამდენითქო?!…. მერე გამომაგდეს სხდომიდან და ეგ იყო…
ახლა, საიდან “მოგხსნეს” და სად გადაგისროლეს?! ვინ ჩაგრთო ამ ბინძურ ავანტიურაში?! ასეთი რა გარანტიები მიიღე “ რუსოფობიური” პროექტის ფარგლებში?!.. ახლა ვის ენდე, შე უბედურო?!…
და რააა?!..
არ გამოვიდა პირდაპირი ომი რუსეთთან?!… ამუშავდა სარეზერვო ვარიანტი!
ისე, სერიოზული გზავნილია ამერიკისთვის! რუსებმა ისედაც ყველაფერი კარგად იციან!!! ვახ, მუშაობს ხალხი , ცავატანემ!
ამაზე მერე…
ერთხელ, მახსოვს, აჭარასთან ისე დაიძაბა ურთიერთობა შენი “გულწრფელ-პატრიოტული” განცხადების გამო, ავტონომია რომ არ აფთქებულიყო, ზურამ ამერიკაში გაგიშვა “სასწავლებლად”…
ახლა, ზურა აღარ არის… მიშა?… მიშა გინდ ყოფილა და გინდ არა…
ამად, ნაღდად არ ღირდა სიცოცხლე!“











კომენტარები