დღეს ილიაობაა. ტრადიციული სახალხო და რელიგიური დღესასწაული, რომელიც წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენებას უკავშირდება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ამ წუთებში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს.
დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. რასთან დაკავშირებითაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო მესამე, სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.











კომენტარები