• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია

ალია ავტორი - ალია
16:57 07-31-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ივნისში მიღწეული ჩარჩო შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით ერთთვიანი პაუზის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ გამწვავდა, თუმცა ვითარება არაერთგვაროვანი და სწრაფად ცვალებადია. როგორც თიბისი კაპიტალი ივნისში მიუთითებდა, ბაზრებმა დეესკალაციის ნიშნები, შესაძლოა, ზედმეტადოპტიმისტურად შეაფასა, რასაც სასაქონლო ფასების მკვეთრი მერყეობა მოჰყვა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ  ესკალაციის ძირითადი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის კონტექსტში ინფლაციაზე მოდის და არა ეკონომიკურ ზრდაზე – რეალურ დროში ხელმისაწვდომი მონაცემებით, ივლისში აქტივობის შენელება არ ფიქსირდება.

ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, წლის პირველი ნახევრის საშუალო მაჩვენებელმა კი – 7.9%, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალი 2026 წელს ეკონომიკური ზრდის 7.4%-იან საბაზო სცენარსუცვლელად ინარჩუნებს. ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლა გააქტიურდა, ხოლო როგორც მთლიანი, ასევე არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ძლიერ დინამიკაზე მიუთითებს. დეტალური მონაცემების მხრივ, აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში ზრდის ძირითადი კომპონენტი კვლავ მოხმარება იყო. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის ექსპორტის ზრდის ფონზე, დადებითი წვლილი შეიტანა წმინდა ექსპორტმაც.

პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მშპ-ის 0.1% შეადგინა (სეზონურად შესწორებამდე მშპ-ის 3.2%-ის დეფიციტი). 2025 წლის მეორე კვარტლიდან ეს ბალანსი, ზედიზედ ოთხი კვარტალია, დადებითია და ამ პერიოდში მშპ-ის 1%-ს შეადგენს, რაც ისტორიული მონაცემების ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი იყო. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ძირითადად ICT სექტორის ექსპორტმა უზრუნველყო. ძლიერი სასაქონლო ექსპორტისა და შედარებით სუსტი იმპორტის ფონზე, წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა სავაჭრო დეფიციტიც, რაც მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის შემდგომ გაუმჯობესებაზე მიუთითებს. როგორც თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, საერთაშორისო ფასების ზრდა, ერთი მხრივ, ინფლაციურ წნეხს აძლიერებს, თუმცა, მეორე მხრივ, საექსპორტო შემოსავლების ზრდასაც განაპირობებს.

მარტსა და აპრილში რეგიონულმა დაძაბულობამ ტურიზმზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა ბოლო თვეებში აღდგენა შეინიშნება. მეორე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით შემცირდა. კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებზე მოდიოდა, რასაც ნაწილობრივ აბალანსებდა ევროკავშირიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან შემოსავლების ზრდა. მაისსა და ივნისში, ჩვენი შეფასებით, შემოსავლებმა უკვე გასული წლის დონეს გადააჭარბა. თავის მხრივ, ივლისის ოპერატიული მონაცემებით, კონფლიქტის გამწვავების მიუხედავად, გაზაფხულის მსგავსი შენელება არ იკვეთება.

ივნისში წმინდა სავალუტო შემოდინებები დამატებით გაიზარდა, რასაც ძირითადად კვლავ სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი განაპირობებდა. სავალუტო ბაზარზეარსებული სიჭარბის ფონზე, წლის პირველ ნახევარში სებ-ის სავალუტო შესყიდვებმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ივნისის ბოლოს წმინდა რეზერვების შეფასებამ 4.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. მცირედით გამყარდა ლარიც, თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ჯერ კიდევ წონასწორულ ნიშნულზე სუსტი რჩება – როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ჭრილში. ამ ეტაპზე, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.

გლობალურ ბაზრებზე ინფლაციური წნეხის კვლავ გაძლიერების ფონზე, 2026 წლის ბოლოს თიბისი კაპიტალის ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან კვლავ 6%-მდე იზრდება. შესაბამისად, პროგნოზი, ფაქტობრივად, უბრუნდება წინა სცენარს, რომელიც კონფლიქტის შედარებით ხანგრძლივ დონეზე შენარჩუნებისა და დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებებს ეყრდნობოდა. რადგან აღნიშნული წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის გარკვეულწილად გაიაფებას მოიაზრებს, იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს.

ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა,  რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი საწვავისა და საკვების ფასების, ასევე ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ შეიტანა. ინფლაციის უფრო ხისტი მაჩვენებლები სამომხმარებლო ფასებზე მეტწილად ზომიერ წნეხზე მიუთითებს. ივლისში მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასები, ბოლო დღეებში მცირედით ნორმალიზების მიუხედავად, მკვეთრად გაიზარდა. შედეგად, ბენზინი, რომელიც თვის დასაწყისში მცირედით გაიაფდა, 20 ივლისიდან მსხვილ ქსელებში უკვე ისევ გაძვირდა.

29 ივლისის სხდომაზე სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარად წლის ბოლომდე განაკვეთის უცვლელად დატოვება რჩება, თუმცა, საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციური წნეხის გაძლიერების შემთხვევაში, გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007622-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved