ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სისტემური მოვლენაა მამუკა მდინარაძის გადაყენება „ძალოვან სტრუქტუართა კურატორობის“ დარგში ვიცე-პრემიერის პოსტიდან.
შევეცდები გავცდე იმ უბადრუკი „ფსევდოექსპერტის“ დონეს, (აი უთოს რომ ჩართავ და იქაც ისაა), ვინც მუდმივად გამოჰყავს ეთერში ამ ჩვენს დიდებულ ტელე-ჟურნალისტიკას და ალაპარაკებენ ათას სისულელეს – ავადმყოფი და კონსპიროლოგიისკენ იმმანენტურად მიდრეკილი ქართული სოციუმის „აღქმადობის“ დასაკმაყოფილებლად: „იმან-იმას-ისაოოოოო“. . . . . . . . . . . . . . . . . .რეალურად მამუკა მდინარაძის გადაყენების მიზეზი გახდა ის, რომ ასეთ (!) თანამდებობას „ძალოვანი ბიუროკრატია“ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა, რაკი „ძალოვან სტრუქტურათა კურატორი“ – „გადაწყვეტილების მიმღები საშუალო და უამღლესი რგოლის ბიუროკრატიის“ თვისებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება!არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში.მიაქციეთ ყურადღება, რომ მამუკა მდინარაძის გადაყენების შემდეგ ის ვინმემ კი არ შეცვალა, არამედ როგორც ჩანს თვით თანამდებობა საერთოდ გაუქმდა.რატომ?შევეცდები ავხსნა:საბჭოთა კავშირში არსებობდა ძალაუფლების ვერტიკალი, კომუნისტური პარტიის სახით და „ცენტრალურ კომიტეტში“ იყო საგანგებო თანამდებობა, რომელიც ერთდროულად კურირებდა ძალოვან ინსტიტუტებს ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროებას, ასევე პროკურატურას, შინაგან ჯარს და ა.შ და ა.შ.(რესპუბლიკურ ცკ-ში ასეთი იყო საჯაია – აი მერე რომ თავი მოიკლა)ვისაც წაგიკითხავთ შესანიშნავი რუსი ისტორტიკოსის ვიქტორ სუვოროვის წიგნები, მაშინაც კი, იმ ეპოქაში (თქვენ წარმოიდგინეთ სტალინის დროსაც), ამგვარი თანამდებობის არსებობა ფარულ, თუმცა გააფთრებულ წინააღმდგეობას, ზოგჯერ საბოტაჟსაც აწყდებოდა „ძალისმიერი ბიუროკრატიის“ მხრიდან.ეს სისტემური წინააღმდეგობა იყო; თუმცა კომუნისტური დიქტატურისას ბიუროკრატიაც ითრგუნებოდა ასე თუ ისე კომპარტიის მიერ, ოღონდ „ლბილი საბოტაჟის“ უნარი მაინც რჩებოდადემოკარტიებში ასეთი რამ არ არსებობს.მაგალითად ამერიკაში ძალოვან სტრუქტურებს კოორდინაციას უწევს „ეროვნული უშიშროების საბჭო“, რომლის თავმჯდომარე თვით აშშ პრეზიდენტია. ხოლო პოლიტიკის უშუალო განმახორციელებელი – მისი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ოღონდ ეს მრჩეველი მინისტრთა კაბინეტის წევრი არ არის და მას არც ერთი ძალოვანი სტრუქტურა უშუალოდ (!!) არ ექვემდებარება.და ეს შემთვევითი როდია: ბიუროკრატიულ სისტემებს ყველგან, ყოველთვის, მუდამ მსგავსი ინსტიტუციური ბუნება აქვთ„ძალოვან სტრუქტურათა კურატორის“ თანამდებობის შექმნა, იმის მიუხედავად, კონკრეტულად მამუკა მდინარაძე იქნებოდა თუ სხვა, საქართველოს „ძალისმიერმა ბიუროკარტიამ“ (როგორც Deep state-ის ყველაზე არსებითმა ნაწილმა) არ მიიღო, რაკი თავისი უფლებამოსილების და კომპეტენციის ინსტიტუციურ ჩარჩოებში შეჭრად აღიქვა:„ჩვენი ხელმძღვანელი არის პრემიერ მინისტრი! იმავდროუალდ, გვყავს ჩვენი მინისტრი, ანუ „დალაგებული იერარქია“, გამიჯნულნი ვართ სხვა უწყებებისგან, ამ თანამდებობის და ამგვარი უფლებამოსილების მქონე კურატორის შემოყვანა სისტემაში იწვევს სისტემის დეზორგანიზაციას, სობორდინაციის აღრევას, აბნევს „საშუალო რგოლს“, პროვოცირებს არაჯანსაღ ინტრიგებს, კომპეტენციათა და იურისდიქციათა თაობაზე დავებს და ა.შ და ა.შ“კი, ნამდვიალდ ასეა.ამიტომაც არ არსებობს ასეთი თანამდებობა არც ერთ ასე თუ ისე დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც „ცენტრალური კომიტეტის“ მსგავსი პარალელური ინსტიტუციები არაა შემორჩენილი, რაკი არც არასდროს ყოფილაირაკლი კობახიძემ, რომელმაც ეს თანამდებობა და სახელისუფლებო რგოლი შექმნა, როგორც ჩანს თავიდან ვერ გათვალა რამდენად მძლავრ სისტემურ წინააღმდეგობას შეეჩეხებოდა „ძალისმიერი ინსტიტუციების“ და მათი უამღლესი, „გადაწყვეტილებების მიმღები“ რგოლების მხრიდან.თუმცა იმას კი მალევე მიხვდა, რომ უკან დროზე უნდა დაეხია და სახიფათო, დამაზიანებელი გადაწყვეტილება შეეცვალა.
აი, ეს გახლავთ ჩემი ახსნა ამ უცნაურობის და ვისაც არ სჯერა, კი ბატონო, უსმინოს იმ „უთოს ექსპერტს“: …..ბიძინამ გაიღვიძა და……ბერა და……უჩა და……ბიტკოინები და…….ქოლ ცენტრების წილები და…….ველის მოსუფთავება და……“ ა.შ.











კომენტარები