რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი წერს.
“დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა. ამასთან დაკავშირებით, მე შევკრიბე საკოორდინაციო ჯგუფი თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით, რომლებიც ადგილზე უკვე მრავალი საათია მუშაობენ და სისტემატურად მაწვდიან ინფორმაციას ინციდენტის ყველა გარემოების შესახებ,” – წერს დონალდ ტუსკი.
მოგვიანებით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სამსახურებთან ბრიფინგი დასრულდა. სამხედროები, პოლიცია, სახელმწიფო სახანძრო სამსახური და სპეციალური სამსახურები სრული კოორდინაციით მუშაობენ და ისინი მუდმივ კონტაქტზე არიან პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და NATO-ს სარდლობასთან.
დონალდ ტუსკის ცნობით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით კონტაქტზე არიან ევროპის ქვეყნების ლიდერებთანაც. მისივე თქმით, ყველა ევროპული ქვეყანა სრულ სოლიდარობას და მზადყოფნას უცხადებს ნებისმიერი დახმარებისთვის.











კომენტარები