• რეკლამა
  • კონტაქტი
21:42, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კიდევ ასე ცუდად მოვიქცევი” – ბერძენიშვილი საზმაუს დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

ალია ავტორი - ალია
14:32 07-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
620

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს.

მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგი იყო.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში თინათინ ბერძენიშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, ვინც პირველ ტურში გადავიდა.

ბერძენიშვილმა დღეს სხდომაზე მომდევნო 6 წლიანი მართვის გეგმა წარადგინა და საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა. ლაშა ტუღუში დაინტერესდა, რატომ დასაჯა ბერძენიშვილმა პირველი არხის თანამშრომლები პოსტების გაშეარების გამო. ტუღუშმა ასევე  საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელს გაახსენა, რომ მან გარკვეული მოსაზრებების გამო არხის თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა.

პასუხად თინა ბერძენიშვილმა დაანონსა, რომ ამ პრაქტიკას კვლავაც გააგრძელებს:

რაც შეეხება პოსტების გაშეარებას, ისევ, დაპირება რომ ვთქვი, მე აღარ შევიცვლები და კი, ასე ვაპირებ გაგრძელებას, კიდევ ასე მოვიქცევი, ბატონო ლაშა, ასე ცუდად. სოციალური მედია არ არის სივრცე, ეს არის ყველაზე მძლავრი, სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალება, რომელიც ყველანაირი კვლევით, ყველანაირი სტატისტიკით იმაზე ძლიერია, ვიდრე პირველი არხი ან რომელიმე სხვა ტელეარხი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ჟურნალისტები როდესაც მიდიან გადაღებაზე ნებისმიერი პოლიტიური შეხედულების აზრის მიმართ, მათი გამოხატული პოსტი ნიშნავს უკვე პოზიციას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებულობას, დიახ, აყენებს ჩრდილს. უფრო მეტიც, ინდულგენცია გადაცემის არ არსებობს, გადაცემა იხსნება-იხურება, ეს შეფასების კრიტერიუმი არის დირექტორთა საბჭო და სამხატვრო საბჭო, რომელიც ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ასეთი არსებობს, – თქვა ბერძენიშვილმა სხდომაზე. 

ლიკა ბასილაია შავგულიძე დაინტერესდა, რატომ არ იწვევენ გადაცემებში აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლებს. თინა ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მათი არ მოწვევა, თურმე, სარედაქციო პოლიტიკაა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა და დირექტორი უნდა ერეოდეს თუ არა სარედაქციო პოლიტიკაში, ამაზეც, თუ საჭიროა, მომდევნო 6 წელი კიდევ ვიმსჯელოთ. ზუსტად იციან პროდიუსერებმა, ხელმძღვანელებმა, ვინ მოიწვიონ, რა დროს მოიწვიონ, როგორ გააშუქონ, – თქვა შავგულიძის კითხვის პასუხად, ბერძენიშვილმა. 

თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს დირექტორი ბოლო 6 წლის განმავლობაში იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved