• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

ალია ავტორი - ალია
14:31 07-28-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

„ემპი დეველოპმენტმა“ წარმატებით განათავსა 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის 1-წლიანი ფასიანი ქაღალდები. ემისია 57 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. განთავსების აგენტები თიბისი კაპიტალი და გალტ & თაგარტი იყვნენ. ობლიგაციები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა. ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება თბილისის საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ობლიგაციების ინვესტორები ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების კუპონმა 7.50% შეადგინა, ევროს ტრანშის კუპონი კი 6.50%-ით განისაზღვრა. მოზიდული სახსრები არსებული ობლიგაციების რეფინანსირებასა და სამომავლო პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. აღნიშნული ტრანზაქციით კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების ხარჯები და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეძლო დამატებით სახსრების მოზიდვა სამომავლო პროექტების განსახორციელებლად.

„ვულოცავ „ემპი დეველოპმენტს“ მორიგ წარმატებულ ტრანზაქციას. კომპანია აქტიური ემიტენტია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და მოცემული ემისიის გათვალისწინებით, განთავსებული აქვს 29 მილიონ აშშ დოლარსა და 8 მლნ ევროზე მეტი მოცულობის ობლიგაციები. მოხარული ვარ, რომ აქტიურად ვპარტნიორობთ და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მე-4 და მე-5 ემისიებიგანვახორციელეთ. შედეგად, ერთობლივად ვაგრძელებთ ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებას. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალი უკვე ექვს კომპანიას დაეხმარა ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ჯამში, 10 ტრანზაქციის ფარგლებში 400 მილიონი ლარის კორპორაციული ობლიგაციები განვათავსეთ. შედეგად, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას და ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე 60%-იანი წილი გვიჭირავს“, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მინდა მივულოცო „ემპი დეველოპმენტს“ 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეს ჩვენი რიგით მეორე წარმატებული თანამშრომლობაა. პროგრამით პირველად სარგებლობისას კომპანიამ სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა, რაც ახალი ემიტენტების კაპიტალის ბაზარზე შემოსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი ინსტრუმენტი ხდება და სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს მას, როგორც ზრდის შესაძლებლობას. კორპორაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, – ირაკლი გაბრიაძე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, წელს კიდევ ერთხელ, წარმატებით განვახორციელეთ ობლიგაციების ემისია. „ემპიდეველოპმენტის“, როგორც აქტიური და წარმატებული ემიტენტის მიმართ ინვესტორების მაღალმა ნდობამ და კომპანიის მიერ წარმატებით განხორციელებულმა წინა ემისიებმა შესაძლებლობა მოგვცა, წელს ბაზარს კიდევ უფრო მასშტაბური შეთავაზებით დავბრუნებოდით. შედეგად, 57 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განვათავსეთ 6.3 მილიონი აშშ დოლარისა და 5.3 მილიონი ევროს ობლიგაციები. „ემპი დეველოპმენტის“ გუნდის სახელით, მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის თიბისი კაპიტალს, გალტ ენდ თაგარტსა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას – მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ემისიის წარმატებით განხორციელებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ემისიის მიმართ ინვესტორების ინტერესი კვლავ მაღალია. ამასთან, სასიხარულოა, რომ არსებულმა ინვესტორებმაც გამოხატეს ახალ ემისიაში მონაწილეობის სურვილი, რაც კომპანიის მიმართ მაღალი ნდობისა და ჩვენი განვითარების სტრატეგიისადმი პოზიტიური შეფასების კიდევ ერთი დასტურია. „ემპიდეველოპმენტი“ უკვე 14 წელია თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება. გვჯერა, რომ სწორედ ეს თანმიმდევრულობა და მიღწეული შედეგები განაპირობებს ბაზრის მზარდ ნდობას ჩვენი კომპანიის მიმართ“, – პაპუნა კაციტაძე, „ემპიდეველოპმენტის“ დირექტორი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved