• რეკლამა
  • კონტაქტი
02:50, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიყვანეს

ალია ავტორი - ალია
13:40 07-26-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
419

ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიყვანეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა.

ნიკა კაპანაძეს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან. მას ბრალის დადგენილებაც გუშინ, სამედიცინო დაწესებულებაში გააცნეს.

გამოძიების თანახმად, 22 ივლისს შანიძის ქუჩაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში, კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. კაპანაძე დაკავების დროს სამართალდამცველებს დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღით, მათი სიცოცხლის ხელყოფა სცადა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე ნიკა კაპანაძის მიმართ მაქსიმალურად მკაცრი იქნება.

“მსურს, ოჯახს გამოვუცხადო სამძიმარი ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ პროკურატურის პოზიცია ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, ბრალდებულის მხრიდა არსებობდა, როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღმკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, სამედიცინო ისტორიით, ან დოკუმენტაციით ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ბრალდებულს, რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა”, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved