• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

ალია ავტორი - ალია
17:27 07-22-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
511

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევსექსპრეს ლომბარდი, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს. კომპანიის ბლოგების სერია მიზნად ისახავს, გააქარწყლოს საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი წარმოდგენები ძვირფასი ნივთების შეფასების პროცესის შესახებ და დაეხმაროს მომხმარებლებს, მიიღონ კუთვნილი სარგებელი სრულად

სალომბარდე მომსახურება ფინანსური რესურსების მოზიდვის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი გზაა, თუმცა შეფასების პროცესის შესახებ არასაკმარისმა ცოდნამ, შესაძლოა, მომხმარებლისთვის არასასურველი შედეგი გამოიღოს. ხშირად, ნივთის ღირებულების არასრული შეფასების გამო, ადამიანები კუთვნილი თანხის მხოლოდ ნაწილს იღებენ.

აღნიშნულ ბლოგში ექსპრეს ლომბარდი მომხმარებელს ინფორმაციას ოთხი ძირითადი მითის შესახებ აწვდის:

1. მითი: ფასობს მხოლოდ ლითონი

ეს მცდარი შეხედულებაა, რის გამოც მომხმარებელმა შესაძლოა ნივთის რეალური ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგოს. ექსპრეს ლომბარდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძვირფას თვალს, ბრილიანტს, რათა შეფასებამ სამართლიანად ასახოს როგორც ლითონის, ისე მასში ჩასმული ქვის ღირებულება.

2. მითი: ფასდება მხოლოდ სამკაული

სინამდვილეში, ექსპრეს ლომბარდში სამკაულების გარდა, ფასდება ვერცხლის ჭურჭელი, დეკორატიული ნივთები და საკოლექციო მონეტები, რაც მომხმარებელს დამატებითი ფინანსური აქტივების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.

3. მითი: ნივთის შემოწმება მის დაზიანებას გულისხმობს

ეს წარმოდგენა მოძველებულია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერტიფიცირებული ექსპერტების დახმარებით, ექსპრეს ლომბარდი სინჯის დადგენას ნაკეთობის დაუზიანებლად („გაქლიბვის“ გარეშე) უზრუნველყოფს და მის პირვანდელ სახეს სრულად ინარჩუნებს.

4. მითი: ნივთის შეფასება უცვლელია

თუ სესხით სარგებლობის პერიოდში ოქროს საბაზრო ფასი გაიზრდება, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ნივთის ხელახლა შეფასება და მიიღოს დამატებითი თანხა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, შეფასების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი გავხადოთ. ბევრი მომხმარებელი, წლების განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო, სრულად ვერ იღებს თავისი ნივთის რეალურ ღირებულებას. ამ პროექტით გვსურს, მივაწოდოთ მათ სანდო ინფორმაცია და დავანახოთ, რომ თანამედროვე მიდგომებით შესაძლებელია ნივთის სრული ღირებულების დადგენა მისი დაზიანების გარეშე“, – აცხადებს სოფიო ჭყოიძე, ექსპრეს ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ნივთის სამართლიანი ფასი მისი ყველა კომპონენტის ჯამია, არასრული შეფასებისას კი მომხმარებელი ვერ იღებს იმ მაქსიმუმს, რასაც მისი ნივთი რეალურად იმსახურებს. პროექტი „ჰკითხე ექსპერტს“ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და პასუხები მომდევნო ბლოგებში მიიღონ.

ექსპრეს ლომბარდი 032 2 39 39 39 | *3939

(R)

თეგები: ექსპრეს ლომბარდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved