• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია: რა იცვლება საქართველოს ეკონომიკისთვის?

ალია ავტორი - ალია
18:38 07-24-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განახლებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. უკვე ჩანს, რომ ინფლაციური რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საპროცენტო განაკვეთის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნების არგუმენტს აძლიერებს. ამავე დროს, უახლესი ინდიკატორები ტურიზმისა და ადგილობრივი ხარჯების შენელებაზე, ან სავალუტო შემოდინებებისა და ლარის კურსის გაუარესებაზე არ მიუთითებს. ამდენად, თიბისი კაპიტალი წლის ბოლოს ინფლაციის პროგნოზს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის საბაზო სცენარებს უცვლელად ტოვებს.

როგორც თიბისი კაპიტალი ივნისში მიუთითებდა, ბაზრებმა დეესკალაციის ნიშნები ოპტიმისტურად შეაფასა და სასაქონლო ფასები მკვეთრად შემცირდა. ამჟამად, განწყობა საპირისპირო მიმართულებითაა შეცვლილი. მარტის მსგავსად, თიბისი კაპიტალი აგრძელებს უახლეს ინდიკატორებზე დაკვირვებას, რაც ეკონომიკური გავლენის რეალურ დროში შეფასების საშუალებას იძლევა.

ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება საერთაშორისო სასაქონლო ფასებია. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 7 ივლისის 72 აშშ დოლარიდან 24 ივლისს დაახლოებით 100 აშშ დოლარამდე გაძვირდა. პარალელურად, გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მაგალითად ხორბლისა და სოიოს, ფასებიც. მნიშვნელოვან რისკს ქმნის რეგიონულ საზღვაო მარშრუტებზე შესაძლო შეფერხება, რაც ნავთობის ფასებზე დამატებით ზეწოლას ნიშნავს.

როგორც თიბისი კაპიტალის პუბლიკაციებში იყო აღნიშნული, ინფლაციის ახლო პერიოდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები კვლავ ნავთობისა და სურსათის ფასებია, რომლებზეც ივნისის წლიური 5.8%-იანი ინფლაციიდან ნახევარზე მეტი მოდიოდა (3.1 პროცენტული პუნქტი). ამ მხრივ, საერთაშორისო და ადგილობრივ ფასებს შორის კავშირი ისტორიულად მაღალია, განსაკუთრებით ნავთობის შემთხვევაში, სადაც ესკალაციის ეფექტი ადგილობრივ ბაზარზე უკვე შეიმჩნევა. ბენზინი, რომელიც თვის დასაწყისში მცირედით გაიაფდა, 20 ივლისიდან მსხვილ ქსელებში უკვე ისევ გაძვირდა. დამატებით ზეწოლაზე მიუთითებს საკვების ფასების გლობალური ზრდაც, თუმცა ამ არხიდან გადმოცემის მექანიზმი შედარებით გრძელვადიანია და ადგილობრივი მიწოდების ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.

მოცემული დინამიკის გათვალისწინებით, 2026 წლის ბოლოს თიბისი კაპიტალის ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან კვლავ 6%-მდე იზრდება. შესაბამისად, პროგნოზი, ფაქტობრივად, უბრუნდება წინა სცენარს, რომელიც კონფლიქტის შედარებით ხანგრძლივ დონეზე შენარჩუნებისა და დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებებს ეყრდნობოდა. რადგან აღნიშნული წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის გარკვეულწილად გაიაფებას მოიაზრებს, იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს. მიმდინარე მდგომარეობით, ბირჟების მოლოდინებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მერყევია, ნავთობის მხრივ, დაახლოებით, მსგავს დინამიკას ითვალისწინებს.

სასაქონლო პროდუქციაზე მაღალი ფასები, ინფლაციასთან ერთად, ექსპორტიდან შემოსავალზეც ზრდის მიმართულებით მოქმედებს. საქონლის ექსპორტი იანვარ-ივნისში წლიურად 20%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ნავთობის, ოქროს, ფეროშენადნობებისა და სპილენძის ექსპორტს უკავშირდება.

ამავდროულად, მარტისა და აპრილისგან განსხვავებით, ტურიზმის სექტორში შენელება ჯერჯერობით არ იკვეთება. მეორე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 3.8%-ით შემცირდა, რაც, ფაქტობრივად, მთლიანად აპრილის ეფექტით იყო განპირობებული, ვინაიდან ფრენებისა და უნაღდო დანახარჯების მონაცემები მაისსა და ივნისში უკვე აღდგენაზე მიუთითებს. რაც შეეხება ივლისს, 13 ივლისის შემდგომ საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა გაზრდილია, ხოლო არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზისთვის გამოიყენება, 19 ივლისის მდგომარეობით, როგორც თვიურად, ასევე წლიურად აჩქარებულია.

ერთობლივად, ტურიზმიდან შემოსავლების, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდის ფონზე, იმპორტის შედარებით დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებასთან ერთად, წმინდა სავალუტო შემოდინებები პირველ კვარტალთან შედარებით გაზრდილია. მკითხველისთვის ცნობილია, რომ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მიუხედავად, პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული ბალანსი, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, პროფიციტში დარჩა. ამდენად, თუ კონფლიქტის დამატებით მნიშვნელოვანი ესკალაცია არ მოხდა, სავალუტო შემოდინებების მხრივ შესამჩნევი დანაკლისი მოსალოდნელი არ არის.

შენელება არ იკვეთება ადგილობრივი აქტივობის კუთხითაც. რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, 19 ივლისის მდგომარეობით, როგორც წინა თვესთან, ასევე 2025 წლის ივლისთან შედარებით გაზრდილია. შესაბამისად, მთლიანი უნაღდო ხარჯები, რომლებიც ეკონომიკური ზრდის პროგნოზისთვის გამოიყენება, ასევე იზრდება. საერთო ჯამში, 2026 წელს ეკონომიკური ზრდის 7.4%-იანი პროგნოზიუცვლელი რჩება.

ინფლაციის უფრო მაღალი პროგნოზი განაკვეთის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნების არგუმენტსაძლიერებს. ამავე დროს, ინფლაციის უფრო ხისტი მაჩვენებლები მეტწილად ზომიერ წნეხზე მიუთითებს, ხოლო პოლიტიკის გადაწყვეტილებისთვის უფრო მნიშვნელოვანი საშუალოვადიანი პროგნოზია, ვიდრე მიმდინარე ტენდენციები. შესაბამისად, საბაზო სცენარად წლის ბოლომდე 8.25%-იანი განაკვეთი რჩება, თუმცა გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა, ვინაიდან სებ-მა 6 მაისს განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით სწორედ მსგავსი გარემოს საპასუხოდ გაზარდა. სებ-ის შემდეგი გადაწყვეტილება 29 ივლისს გახდება ცნობილი. გლობალური საპროცენტო გარემოც შედარებით მკაცრია, თუმცა მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად მაინც ადგილობრივი ინფლაციის პერსპექტივა რჩება.

უცვლელია ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზიც: წლის ბოლოს ერთი დოლარი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება. სავალუტო შემოდინებები მყარია, ხოლო პოლიტიკის განაკვეთის შემცირების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა. ამავდროულად, მარტისგან განსხვავებით, მიმდინარე ეპიზოდს დეპოზიტების კონვერტაცია არ მოჰყოლია და ამ არხიდან ლარზე წნეხი არ შექმნილა. 21 ივლისის მდგომარეობით, დეპოზიტების ლარიზაცია ესკალაციამდე პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007619-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved