• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა” – ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
14:29 07-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

პატიმარი ელენე ხოშტარია წერილს აქვეყნებს:

,,მინდა გამოვეხმაურო „ჯერ საქართველოსა“ და ვიქტორ ყიფიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ინიციატივას. აბსოლუტურად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ მის მიერ დასმულ ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო. მისი ინიციატივა ეხება არა ბიძინა ივანიშვილთან დიალოგის დაწყებას, არამედ ოპოზიციის კონსოლიდაციას და აქტიურ მოქმედებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევის მიზნით, რასაც უნდა მივაღწიოთ ბიძინა ივანიშვილზე სისტემური ზეწოლის გზით.

მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. ერთი მხრივ, ის პარტიები, ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თვლიან, რომ ნებისმიერ არჩევნებში შეუძლიათ შესვლა და რომლებთანაც გვაქვს განსხვავება, არსებითი განსხვავება სტრატეგიასთან დაკავშირებით, მათაც და ჩვენც შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, რადგან ერთია, რომ შენ ნებისმიერ არჩევნებში შეხვალ, თუმცა, წარმოუდგენელია თქვა, რომ თავისუფალი არჩევნები არ გინდა. შესაბამისად, ეს ამოცანა ობიექტურად გვაერთიანებს ყველას. მნიშვნელოვანი და პრინციპული არ არის ის, თუ ვის ინიციატივას ვუერთდებით. ამის დრო, მგონი, ახლა ნამდვილად არ არის.

აქვე მინდა, მოვყვე და გაგიზიაროთ, როგორ წარმომიდგენია ეს პროცესი. ეს არის არა უბრალოდ ამოცანის გარშემო პოლიტიკური კონსოლიდაცია, არამედ ეს არის ყოველდღიური, აქტიური, ძალიან ინტენსიური კამპანია, თუ რას ნიშნავს და როგორია ეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და რომ ეს არის არა პოლიტიკური ლოზუნგი, არამედ მართლა რეალური გამოსავალი კრიზისის დასაძლევად. როგორც კი ადამიანები დაიჯერებენ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ერთი მხრივ, მართლა გამოსავალია, მეორე მხრივ კი, ერთად და ბრძოლით მიღწევადი, ყველა კონცენტრირდება ამ ამოცანაზე. ჩვენი მუშაობა უნდა იყოს ისეთი თანმიმდევრული და ინტენსიური, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, პროტესტის საკუთარი ფორმით, ეს პოზიცია გააჟღეროს. მაგალითად, რომ კითხავ: „როგორ ხარ?“, გიპასუხოს „თავისუფალი არჩევნები“, რომ კითხავ, როგორი ამინდია, გიპასუხოს „თავისუფალი არჩევნები“, სადაც არ გაივლი, უნდა ხედავდე აივნიდან გადმოფენილ წარწერას: „თავისუფალი არჩევნები!“ ამან უნდა მოიცვას მთელი ქვეყანა, აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ის ადამიანები, ვინც აქციაზე აქტიურად ვერ დადიან. როდესაც ამ ეტაპს მივაღწევთ, მერე უნდა იყოს მძლავრი კულმინაცია – დიდი აქცია, რუსთაველზე.

ვფიქრობ, რომ ამ კონსოლიდაციის და დისციპლინირებული, აქტიური, ინტენსიური საერთო მუშაობის შედეგად, ჩვენ შეგვიძლია დღეს სიტუაციის გადატეხვა. ამიტომ მხარს ვუჭერ ბატონი ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას. რა თქმა უნდა, მე მარტო არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, კოალიციასთან მაქვს საუბარი. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში უნდა გაიმართოს სამუშაო კონსულტაციები „ჯერ საქართველოსთან“ ამ პროცესის დასახვეწად და დასაწყებად.

24/07/2026“

თეგები: ელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved