• რეკლამა
  • კონტაქტი
23:30, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მინდა აღიარება გავაკეთო…” – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:01 07-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,106

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ჩემი სკოლა და ჩემი სამეგობრო წრე იყო ვერაზე. კრიმინალური გარჩევები, სკოლაში დანების ტრიალი, დაჭრები, მკვლელობები, ყველაფერი ეს ჩემი ბავშვობის ატრიბუტები იყო ჯერ კიდევ საბჭოთა დროს. შემდეგ ეს ყველაფერი მასშტაბირდა 90-იან წლებში, როცა “ვერის საძმო” იყო ყველაზე “ბესპრედელშიკი” ორგანიზაცია მაშინდელ საქართველოში.

ჩვენ ამას დავუსვით ძალიან მსხვილი წერტილი ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელიც იყო ერთდროულად ანტი-კორუფციული და ანტი-კრიმინალური რევოლუცია. შესაბამისად, როცა მოხდა კონტრ-რევოლუცია, ეს იყო კორუფციონერების და კრიმინალების რუსეთის დახმარებით მოწყობილი კონტრ-რევოლუცია.

ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ წულუკიანის კომისიაზე საპატიო სტუმრად ჰყავდათ მოწვეული ვინმე ზერეკიძე – ვერელი თინეიჯერი კრიმინალი, რომელიც ჩვენს დროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში იყო მიცემული.

გუშინ ვერაზე 17 წლის ბავშვის მკვლელობაზე პასუხისმგებელია ის ბანდა, რომელმაც მკვლელ ვაზაგაშვილს დაუდგა ძეგლი იუსტიციის სახლთან და ამ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის ადამიანებიც, ვინც კრიმინალის ძეგლის დადგმა გააყარა, ვითომ არაფერი. მიუხედავად ვაზაგაშვილის მიერ მოკლულების ოჯახის წევრების ხმამაღალი პროტესტისა.

მინდა აღიარება გავაკეთო, იცით რის შემდეგ გამოვაცხადე კრიმინალურის მიმართ ნულოვანი ტოლერანტულობის პოლიტიკა? ეს მოხდა იმ ინციდენტის მერე, რომელიც ჩემს ოჯახს შეეხო. გაჩერებულ მანქანაში სანდრა საჭესთან იჯდა, ედუარდი ჰყავდა უკანა დასაჯდომზე. ამ დროს ბავშვის თვალწინ ვიღაც კრიმინალმა უკანა ფანჯარაში ხელი შემოყო, ედუარდს დანა დაადო და სანდრას ჩანთა მოიპარა. ჩემმა შვილმა მძიმე სტრესი მიიღო მაშინ, ასეთი კრიმინალი ეხებოდა ძალიან ბევრ ოჯახს, მაგრამ სანამ ჩემს ოჯახსაც არ შეეხო უშუალოდ, მანამდე არ გამიმკაცრებია სისტემა, თუმცა ამის გაკეთების ვალდებულება დიდი ხნით ადრე მქონდა.

ხოდა სამწუხაროდ ივანიშვილის “გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალს” სულ უფრო მეტ ოჯახს შეეხება, ხოდა ყოველთვის გაქვთ არჩევანი ან გაგებით მოეკიდოთ თქვენი შვილის სიცოცხლისადმი საფრთხეს, ან ეს კრიმინალურ ბანდა გააძევოთ ხელისუფლებიდან.

მთელი ჩვენი ისტორია შედგება ასეთი ტიპის არჩევნებისგან. ახლა ეს არჩევანი ჩვენი თაობის გასაკეთებელია და თუ არ გავაკეთებთ მას, ჩვენ მაგივრად გააკეთებ რუსეთი და მისი მარიონეტები.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved