• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ყველა ჟურნალისტს დაუდგება ალტერნატივა, ან ციხე ან ემიგრაცია!” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:23 07-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
575

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,გუშინ ციხიდან ვერ მოვასწარი გამოგზავნა და მინდა გამოვეხმაურო ვახო სანაიას პატიმრობას. ძალიან სახიფათო მომენტი დადგა, ვახო ნამდვილი პატრიოტი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტელექტუალური მებრძოლი ჟურნალისტია. მე მასთან ვმეგობრობ და ასევე ახლო მეგობარი ვიყავი მისი უფროსი ძმის, მოკლული ცნობილი ჟურნალისტის, გიორგი სანაიასი.

ვახოს არჩევა რა თქმა უნდა დაშინებას და სხვებისთვის მაგალითის მიცემას ემსახურება, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს დიდი გეგმის განხორციელების დაწყებას. არ არის ორი მიზანი, პირველი – დიქტატურა აპირებს ტელევიზიების მოხურვას და ამავე დროს აპირებს შეაჩეროს ჟურნალისტების სოციალურ მედიაში გადანაცვლების დაწყებული პროცესი. ზუსტად ისე როგორც რუსეთი, დიქტატორი უტოვებს ჟურნალისტებს ერთადერთ შანსს – წავიდნენ ევროპაში ა იქიდან იმაუწყებლონ.

მოკლედ ვახო სანაიას, ნოდარ მელაძის, თეა ადეიშვილის, მათე კირვალიძის, გიორგი თარგამაძის, ინგა გრიგოლიას და სხვების ადგილი აღარ იქნება საქართველოში, სადაც მათ ჩამოსვლაც კი აეკრძალებათ. არამედ მათი ლოკალიზება მოხდება ვარშავაში, ამსტერდამში ან ვილნიუსში და ეს მომენტი დადგება მაქსიმუმ 2-3 თვეში. ყველა ჟურნალისტს დაუდგება ალტერნატივა, ან ციხე ან ემიგრაცია!

მეორე მიზანია მთლიანად საზოგადოების დაშინება. მაგალითად იგივე ჩემს ფეისბუქს თუ აიღებთ, ხალხის აქტიურობა, ნახვები, ლაიქები, გადაზიარებები სწრაფად იზრდება. გაჩნდა ახალი ბლოგები, პოდკასტები, რომელთაც ბევრი უყურებს და ალაიქებს და ვახოს და ალბათ მალე სხვა ჟურნალისტების ჩასმით, უნდათ ამის უკან მოტრიალება.

ხოდა თუ საზოგადოება მასიურ კონტრშეტევაზე არ გადავიდა, ტელევიზიებიც ძალიან მალე დაიხურება, ჟურნალისტებსაც გააძევებენ და ხალხიც კიდევ მეტად დაშინდება.

ამ ეტაპის გავლის და ჟურნალისტების უცხოეთში გაყრის შემდეგ, დიქტატურა გადავა შემდეგ ეტაპზე – ომს გამოუცხადებს უცხოეთში მყოფ ყველა მოქალაქეს, რომელთაც საარჩევნო უფლება უკვე ჩამოართვეს. შემდეგი იქნება მათი ქონების დაყადაღება და ჩამორთმევა საქართველოში, პასპორტის გაგრძელებაზე და სხვა საკონსულო მომსახურებაზე უარის თქმა, ზოგადად მათი მტრად გამოცხადება. ეს ყველაფერი უკვე ხდება რუსეთში.

ასე რომ ვახოს დაჭერა ბევრად მეტს ეხება, ვიდრე ვახოს, “ფორმულას” ან ზოგადად ჟურნალისტიკას. ჩვენ ვართ ძალიან სახიფათო გზაგასაყარზე და აქ მოქმედების გარდა ყველა სხვა არჩევანი დამღუპველია.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved