• რეკლამა
  • კონტაქტი
18:52, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სრულიად სამარცხვინოდ “ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:36 07-22-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
407

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

„სრულიად სამარცხვინოდ “ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში.
სინამდვილეში ეს ერთი წუთით არ გამკვირვებია. სწორედ ქართულმა არასამთავრობო სექტორმა შეიტანა დიდი წვლილი ჩემი რეფორმატორული მთავრობის დისკრედიტაციაში და ივანიშვილის მოყვანაში და ამდენი წელი, ეს მოღვაწეები, სრულიად ურცხვად არ იღებენ არანაირი პასუხისმგებლობას ამაზე, უფრო მეტიც დღემდე მე მაბრალებენ ივანიშვილის მოყვანას.
კარგი, დავუშვათ ამდენი წელი თვალს იბრმავებდით და ვერ ხვდებოდით, რომ რუსული რეჟიმი მოიყვანეთ. ნუთუ ბოლო ორი წელი არ იყო საკმარისი რომ გათავისუფლებულიყავით სააკაშვილის კომპლექსისგან და თუნდაც ახლა მაინც აღიარებდეთ, რომ მთავარი პოლიტპატიმარი და რეჟიმისთვის და რუსეთისთვის მთავარი პრობლემა ვარ სწორედ მე?
ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკა უნდა განახლდეს და მათი ხელმძღვანელები რატომღაც 15-20 წელი არიან მომსხდარი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე, თავისი კარგი ცხოვრებით. სწორედ ამიტომ არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ, ხალხი თქვენ გთვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად.
და როგორ გამოვიდა, რომ ევროსაბჭო, რომელსაც თქვენ მოიხმობთ, თავის მრავალრიცხოვან რეზოლუციებში მასახელებს პოლიტპატიმრად და პუტინის პირად ტუსაღად, იგივე ეხება ევროპარლამენტს და ემნესთი ინთერნეიშენალს და თქვენ არ გაგყავართ იგივე კატეგორიებში.
ხმა არ ამოგიღიათ ოპოზიციის მასობრივ პოლიტიკურ დევნაზე ქოცების პირველივე წლებიდან, აქებდით “სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღას.” ხმა არ ამოგიღიათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალადობაზე და მასობრივ მოსყიდვაზე, 2020 წლის გაყალბებაზე.
სწორედ ამ თქვენი სიჩუმით, დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი დიქტატურის ჩამოყალიბებაში და სხვათა შორის, სიტყვა დიქტატურის გამოყენებას დღემდე დემონსტრაციულად არიდებთ თავს.
სანამ არ აღიარებთ თქვენს პასუხისმგებლობასაც დღეს შექმნილ სიტუაციაში, სანამ არ აღიარებთ თქვენივე შეცდომებს, მათ შორის ახლა ჩემს მიმართ დაშვებულ დანაშაულებრივ შეცდომას, რომ თურმე მართლა პიჯაკების ყიდვისთვის ვარ ტყვეობაში და ახლა არ მასამართლებდნენ პოლიტიკური გამონათქვამისთვის, მანამ ვერანაირ სერიოზულ როლს თქვენ საქართველოში ვერ ითამაშებთ.
ვთხოვ ყველა სამართლიან ადამიანს საკადრისი პასუხი გასცეს ამ ცრუ “გამჭვირვალობას”, სირცხვილი მათ!
PS.
თრანსფარენსმა გააკეთა ახალი განმარტება რომ პოლიტპატიმრის სიაში შევიყვანეთ მხოლოდ ის, ვინც გამონათქვამების და აქციების გამო ზისო.
აქაც იტყუებიან, მე ახლა სწორედ ჩემი გამონათქვამისთვის და აქციებზე გამოსვლის მოწოდებისთვის მასამართლებენ “საბოტაჟის საქმეზე”, მაგრამ ეს მათ შეგნებულად გამორჩათ. იმედია გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ“
თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved