ყოფილი ჩინოვნიკი, ლაშა ნაცვლიშვილი:
,,ეფემია წინამძღვარის ფუნქცია უნდა შევითავსო დროებით:
სოციალურ ქსელში, სხვის კუთვნილ ექაუნთზე, სხვისი (ექაუნთის მეპატრონის) სახელით, თხოვნით ან/და დავალებით ლანძღვა-გინება, ჩემი აზრით, სამართლებრივად, დასჯადია, რადგან 166-ე მუხლი არ სჯის აზრს, ის სჯის საზოგადოებრივ ადგილზე განხორციელებულ ქმედებას, რომელმაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.
სოციალურ ქსელში “საჯარო ლანძღვა” სწორედ გამოქვეყნების მომენტში სრულდება.
შესაბამისად, ტექსტის ავტორმა კი შექმნა უკანონო შინაარსი, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დასრულებულად აქცია იმ პირმა, ვინც იგი საჯაროდ გამოაქვეყნა.
ამიტომ, გამომქვეყნებელი თვითონ არის საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) სუბიექტი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მან იცოდა ტექსტის შინაარსი და შეგნებულად გამოაქვეყნა.
ჰოდა, ეფემია წინამძღვრის არ იყოს, მე გაგაფრთხილეთ სოციალურ ქსელში აქტიურობით გამორჩეული პატიმრების ე.წ. “ადმინები” და დანარჩენი თქვენ იცით, ოღონ მერე არ იყოს კრუსუნი!“











კომენტარები