ნატა ვიბლიანი ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე ამბობს, რომ გამოკითხვაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმაზე მეტის თქმა აპირებს, ვიდრე აქამდე საზოგადოებისთვის უთქვამს.
როგორც ვიბლიანის ინტერესების დამცველი “რეაქციაში“ ამბობს, მათ ჯერ არ აქვთ წვდომა იმ მტკიცებულებებთან, რაც გამოძიებას უკვე აქვს მოპოვებული, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ დაზარალებულად არ არის ცნობილი.
“როდესაც ნატა გამოიკითხება და არაერთ პირას ამხელს ამ არაადამიანურ, საშინელ დანაშულებში, მე მხოლოდ და მხოლოდ გაუპატიურებაზე არ მაქვს საუბარი, ძალიან მალე საზოგადოება შეიტყობს ასევე რთულად მოსასმენ ინფორმაციებს, არაერთი დანაშულია, არა მარტო გაუპატიურება, მკვლელობასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ჩაცხრილვასთან. სტრატეგიულად მივყვებით, ეტაპობრივად, ამ გამოკითხვის შემდეგ გვაქვს იმედი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებლად იქნება დაზარალებულად ცნობილი, – განაცხადა ადვოკატმა.











კომენტარები