• რეკლამა
  • კონტაქტი
20:21, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ინციდენტის მონაწილე რუსი გოგოები მატყუარა დეზინფორმატორები არიან” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:29 07-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,952

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

ფიქრები რუსი ქალის ცემაზე კახეთში:

1. როცა სასტუმროში ქორწილის გადახდაში უზარმაზარ თანხას იხდი, სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს, რომ შენი ქორწილი უსაფრთხო და დაცულ სივრცეში ჩატარდეს, ისე, რომ შეხება არ გქონდეს სხვა სტუმრებთან.
2. როცა სასტუმროში დაახლოებით 200 დოლარს იხდი ერთ ნომერში, ერთ ღამეში, სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს, რომ შენი ფანჯრების ქვეშ არ იყოს ღრიანცელი, სხვის წვეულებაზე არ აღმოჩნდე შენდა უნებურად, შენი ფანჯრის ქვეშ არ იჯდეს დიჯეი თავისი აპარატურით და არ გიწევდეს სხვისი ქორწილის რეპერტუარის მოსმენა.
3. როცა სასტუმრო არ მიჯნავს ნომრებს და წვეულებების ზონას, ინციდენტი დიდი ალბათობით გარდაუვალია.
4. ინციდენტები ვითარდება და წყდება დაზარალებული მხარეების კულტურის და აზროვნების ხარისხის შესაბამისად. მაგალითად, გონიერი ადამიანი, რომელმაც ერთ ნომერში ღამეში 200 დოლარი გადაიხადა და აღმოაჩინა, რომ მისი ფანჯრის ქვეშ ღრიანცელია, მიდის სასტუმროს ადმინისტრაციასთან და ითხოვს ნომრის გადაცვლას, ან მიდის სასტუმროდან, ან ითხოვს რამე სხვა ტიპის კომპენსაციას. გონიერი და ცივილიზებული ადამიანი ავტომატურად ხვდება, რომ მექორწილეები თვითნებურად ვერ ჩადგამდნენ მაგიდებს და აპარატურას მისი ფანჯრების წინ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, სრულიად დაცულ ტერიტორიაზე და აგრესია–პრეტენზიების ადრესატად მათ არ ირჩევს.
5. როცა ათასობით დოლარი გადაიხადე ქორწილში (ძალიან ძვირი ღირს მაგ სასტუმროში ქორწილი)– ჯობს სასტუმროს ადმინისტრაციას მოსთხოვო პირობების შესრულება, ვიდრე ვიღაც ხულიგნებს აყვე და საქმეები ურჩიო.
6. ქართველებს გვიყვარს არაფორმალური გარჩევები, საერთოდ, ყველაფერი არაფორმალური გვიყვარს, ქვეყნის მმართველი გვყავს მთლად არაფორმალური და ამას ვეგუებით ამდენი წელი და რა გაგვიკვირდა, რომ ვიღაც ბიჭმა პრობლემის არაფორმალურად, საკუთარი ძალებით მოგვარება გადაწყვიტა.
7. რუსების ყოფითი კულტურა, როგორც არ უნდა გვიმტკიცონ რუსეთუმეებმა, რომ ეგენი და ჩვენ საერთო ფასეულობების და ტრადიციების, “საერთო სულიერების“ ხალხი ვართ, ისე განსხვავდება ჩვენისგან, როგორც ცა და დედამიწა. რაც მეტი რუსი იქნება საქართველოში, მით მეტია ყოფითი კონფლიქტების ალბათობა. ჯერ სად ხართ. ჯერჯერობით ის “გვშველის“, რომ ქართველი კაცების ნაწილს რუსი გოგოები “კრასატულიებად“ ეჩვენებათ და პატრულებიც კი მზად არიან მძღოლად და ესკორტად მოემსახურონ. თუ ვინმე ამ მატრიციდან ამოვარდნილია, არ არის “ნაშების“ ხასიათზე და ობიექტური გარემოებების მიხედვით უყალიბდება დამოკიდებულება, იქ დიდი ალბათობით წარმოიქმნება პი@და, როგორც თავად დაზარალებული რუსი გოგოები უწოდებენ.
8. ადამიანის ცემა არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, ქალია თუ კაცი. სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს ერთი და იგივე დანაშაულისთვის სხვადასხვა სასჯელს ქალისთვის და კაცისთვის, არც ქალის და კაცის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის არის განსხვავებული სასჯელი, თუ დანაშაულს მაინცდამაინც “გენდერული შეუწყნარებლობის“ მოტივი არ უდევს საფუძვლად. ამიტომ, გულში მჯიღების ცემა, რომ აი ქალს როგორ დაარტყა, არის დიდწილად ფარისევლობა, მითუმეტეს ისეთი ხალხისგან, ვინც დიდ სიამოვნებას იღებს მაგალითად მზია ამაღლობელის ციხეში ყოფნით და აქტივისტი ქალების მიმართ არაადამიანური მოპყრობით.
9. მე არ დამინახავს ვიდეოში “კდემამოსილი“ დაჩაგრული ქალი, რომელსაც თავს დაესხნენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო აშკარად დაჭრილ–დაკუწულია ავტორის ინტერესების გათვალისწინებით და ინციდენტის დასაწყისი არ ჩანს. სავარაუდოდ კარგი ხელჩართული ჩხუბი იყო, რასაც ქართველი ბიჭის დაზიანებებიც ადასტურებს. ამიტომ, გამოძიება ყველა მიმართულებით უნდა წარიმართოს.
10. ინციდენტის მონაწილე რუსი გოგოები მინიმუმ მატყუარა დეზინფორმატორები არიან – სოციალური ქსელები, განსაკუთრებით რუსული, ასევე რუსული მედია აჭრელებულია ინფორმაციით, რომ რუსი ქალები საქართველოში რუსულად საუბრის გამო სცემეს, რაც ტყუილია. არიან თუ არა პროვოკატორები – არ ვიცი. წესით გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
11. გამოძიება სავარაუდოდ დაადგენს იმას, რასაც ქოცები ჩათვლიან მიზანშეწონილად. ახლა კარგად შეისწავლიან, ქოცია თუ არაქოცი სასტუმროს მფლობელი, რა პოლიტიკური ორიენტაციის არის ინციდენტის ქართული მხარე და იმის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
12. ძალიან ცოდოა “რუსო ტურისტოების“ იმედად დარჩენილი ეს ქვეყანა. მალე პირდაპირი გაგებით ყველას მოგვაკითხავს ოჯახებში ქოცების დანაშაულებრივი არჩევანი, რომლითაც ქვეყანას კურსი და ბედი შეუცვალეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved