ვის ახსოვს, რა ხდებოდა მაშინ, როცა ლაზერული ეპილაცია არ არსებობდა? – კლასიკა შეგვიძლია მოვიშველიოთ. მაგალითად, „მთვარის მოტაცებაში“ კონსტანტინე გამსახურდია, წერს:
„არზაყანმა შენიშნა იღლიის ქვეშ ახლად მოსულ მოლივით მოვლებული თმა და ისე აღელდა, როგორც აღელვებდა ხოლმე მას თამარის ტუჩების კუთხესთან ამოსული პაწია ულვაშებისმაგვარი ბუსუსები… არც არასოდეს უნახავს არზაყანს ეგზომ ფიქალი და თეთრი ფეხები ქალისა… სხვა ქალწულების შიშველი ფეხებიც ენახა, მაგრამ მათ წვივებზე თმები და ბუსუსები შეიმჩნეოდა ყოველთვის, ან არადა გაპუტული ბატის კანზე დარჩენილი პაწია ხორკლების მინაგვარი წერტილები.“
კიდევ არაერთი კლასიკური ნაწარმოების მოშველიება შეიძლება, თუ ვინმე მეტყვის, რომ არ სჯერა კონსტანტინე გამსახურდიასი. ასე რომ, ლაზერულ ეპილაციამდე პერიოში იყო ან თმები, ან დაზიანებული, გაუხეშებული კანი და ეს თან საუკეთესო ვარიანტში, რადგან ამაზე ცუდიც არსებობს, თმის ჩაბრუნება, რომელსაც უმეტესად, სწორედ თმის გაპარსვა იწვევს.
ეპილაციის პირველი აპარატები
როგორ ფიქრობთ, ქალებმა შექმნეს, თუ მამაკაცებმა? – მართალია, მამაკაცების ნაწილი ირწმუნება ხოლმე, რომ ეპილაცია არ აინტერესებს, მაგრამ პირველი ეპილატორებიც მათი შექმნილია და ყველაზე დიდი სიხშირითაც ისინი იყენებენ ამ მომსახურებას ბოლო პერიოში.
1960 წელს თეოდორ მაიმანმა გამოიგონა პირველი ლაზერი თმის მოსაშორებლად. თუმცა, ეს არ იყო სწრაფი საშუალება და თანაც კანის დაწვის რისკიც მაღალი იყო.
პირველი მექანიკური ეპილატორი, სახლის პირობებში გამოსაყენებელი, 1986 წელს ისრაელში გამოიგონეს იაირ დარსმა და შიმონ იაჰავმა. აპარატი იყენებდა მძლავ, სწრაფად მბრუნავ ზამბარას, რომელიც თმას იჭერდა, იხვევდა და გლეჯდა ამ გზით.
1990–იანი წლები ნამდვილად რევოლუციური იყო, მარკ კლემენტმა შექმნა პირველი ეფექტური და შედარებით უსაფრთხო ლაზერული ეპილატორი, რომელიც აშშ–ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ ოფიციალურადაც კი დაამტკიკა.
მთავარი განმასხვავებელი ეპილაციის თანამედროვე აპარატების
თუ ძველი აპარატებით, სპეციალისტს „თვალით“ უწევდა შეერჩია სიმძლავრე, თანამედროვე აპარატები აღჭურვილია ინტელექტუალური სენსორებით. სენსორი პროცედურამდე ზომავს პიგმენტის ზუსტ კონცენტრაციას კანში და თავად აგენერირებს ზუსტად იმ სიმძლავრეს, რომელიც საჭიროა და ამავე დროს, უსაფრთხოა.
ეს გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს, რადგან სპეციალისტს ფიზიკურად აღარ შეუძლია პარამეტრის მომატება, რითიც კანის დაწვის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
დიდი სამეული
თუ გეტყვიან, რომ სულ ერთია რომელი ეპილატორით ჩაიტარებ ეპილაციას, ესე იგი საქმე მთლად პროფესიონალებთან ვერ გაქვს. ლაზერის უნივერსალური აპარატი არავის გამოუგონია ჯერ. თუ გინდა ფული „ჩიტმა და ქარმა“ არ წაიღოს, უნდა იცოდე, თითოეული ლაზერის მთავარი საიდუმლოება
ალექსანდრიტი
ნამდვილად ყველაზე სწრაფი და ეფექტური, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ გაქვს ღია ფერის კანი და მუქი ფერის თმა. ალექსანდრიტის ტალღის სიგრძე მომენტალუტად ხედავს და ანადგურებს პიგმენტს, დაყოვნების გარეშე, ამიტომაც მუქ კანზე შეიძლება ვერ გაარჩიოს სად მთავრდება თმა და იწყება კანი. ეს კი კანის დაწვის რისკია.
დიოდი
მისი ტალღის სიღრმე კანის ზედაპირულ პიგმენტის გავლით მოქმედებს თმის ბოლქვის მკვებავ სისხლძარღვზე. იგი იდეალურია მათთვის, ვისაც აქვს ოდნავ მუქი კანის ფერი და უხეში თმა.
ნეოდიუმი
დღეს ყველაზე ძვირადღირებული აპარატი, მას აქვს ყველაზე გრძელი ტალღა. იგი სრულიად არ ეხება კანის ზედაპირულ პიგმენს, და ძალიან ეფექტურია მუქი შოკოლადისფერი კანისთვის.
შესაბამისად, შედეგი მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა აპარატის ტალღის სიგრძე იდეალური შენი კანის ინდივიდუალური კოდისთვის.
ლაზერული ეპილაცია თმის ჩაბრუნების და პიგმენტაციის წინააღმდეგ
თმის მოცილება, როგორც უკვე ვთქვი, ჯერ კიდევ როდიდან შეეძლოთ ადამიანებს, პრობლემა იყო ეფექტი, რომელსაც თმის მოშორება ტოვებდა, კანის დაზიანებული ფორები, ზოგჯერ ანთებითი კერები, ვიზუალურად წერტილოვანი და გაუხეშებული კანი და სხვა.
ცვილი და სამართებელი თმას კი არ აქრობენ, არამედ მათი ზრდის მიმართულებას ცვლიან და კანქვეშ აბრუნებენ მას. ლაზერული ეპილაციისას, სულ ერთია რომელიმე კონკრეტული აპარატით იტარებ, ნადგურდება თმის მწარმოებელი უჯრედები, შესაბამისად, აღარ არსებობს თმის ჩაბრუნების ფიზიკური შესაძლებლობაც კი.
გარდა ამისა, ლაზერული ეპილაციისას, სინათლის იმპულსი მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო თერაპია. ის ავიწროვებს გაფართოებულ ფორებს, აქრობს ძველ, მუქ ლაქებს, ე,.წ, პოსტანთების ჰიპერჰიგმენტაციას.
რამდენიმე სესიის შემდეგაც კი, კანი სრულად გლუვი ხდევა, ყოველგვარი წითელი წერტილებისა, დახორკლილი კანისა და ფარული ანთებების გარეშე.
სილამაზე მსხვერპლის გარეშე
საკმაოდ დიდი ხანი, ეპილაციაზე საუბრისას ამბობდნენ – სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, დღეს აღარაა ასე. ჯერ ერთი, ტკივილის შეგრძნება თითქმის არაა, თუმცა, პროფესიონალისვე მტკიცებით, ადამიანმა ის მცირე ტკივილიც კი არ უნდა იგრძნოს, რადგან იგი საზიანოა კანისთვის. დღეს უკვე აპარატთან ერთად მუშაოს კონტაქტური გაგრილების სისტემაც, რომელიც კანის ზედაპირს აცივებს თითქმის მინუს გრადუსამდე იმპულსის პარალელურად. სამწუხაროდ, ბაზარზე ჯერ ისევ გვხვდება კლინიკები, რომლებიც ცდილობენ ფულის დაზოგვას და თანამედროვე „ყინულის ტექნოლოგიების“ ნაცვლად, გთავაზობს იაფფასიან კრემებს.
საქმე იმაშია, რომ ეს კრემები ეპილაციის ხარისხს ამცირებენ. კრემის ფაქტურის ანესთეტიკები კანის ზედაპირულ სისხლძაღვებს ავიწროვებენ, ეს კი ცვლის კანის დერმორეგულაციას,. ლაზერის სხივი ვეღარ ფოკუსირდება თმის ბოლქვზე. პრაქტიკულად ნახევარ შედეგს იღებ. მართალია თანხა გადაიხადე სრული, მაგრამ შედეგს იღებ ნახევარს, რადგან კლინიკამ ფული დაზოგა აპარატის და კრემი წაგისვა.
ზოგჯერ გეუბნებიან, რომ მართალია, აპარატს აქვს გაგრილების სისტემა, მაგრამ მაინც გჭირდება კრემი. ესეც ტყუილია. თუ მაინც გჭირდება კრემი, ესე იგი გაგრილების სისტემა უკვე მოძველებულია, ან თითქმის გაფუჭებული. თუ აპარატი კარგ მდგომარეობაშია, აღარანაირი კრემის წასმა კანისთვის აღარ არის საჭირო. უმაღლესი ხარისხის ლაზერი მუშაობს მხოლოდ სუფთა კანზე და არაფერის დამატება მას არ სჭირდება.
სახლის ეპილატორები – მარკეტინგული ხრიკი
სარეკლამო ვიდეორგოლებში გვარწმუნებენ, რომ სახლის ეპილატორები ლაზერის სრულფასოვანი, იაფი ალტერნატივაა. ვისაც ერთხელ მაინც შეუდარებია ამ ორის შედეგი ერთმანეთს, უკვე იცის, რომ ეს მხოლოდ მარკეტინგული ხაფანგია.
სახლის აპარატების სრული უმრავლესობა საერთოდ არ არის ლაზერი, ეს არის ILP, ანუ, ფართო სპექტრის გაფანტული სინათლე.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სახლის აპარატების სიმძლავრე ძალიან დაბალია, იმდენად რომ თმის ღერის განადგურება, ფიზიკურად არც შეუძლია. ამიტომ, როცა აპარატის გამოყენებას შეწყვეტ, თმა იგივენაირად ბრუნდება უკან,
ასაკი და ეპილაცია
ლაზერული ეპილაციის ეფექტურობა პირდაპირკავშირშია ჩვენს ჰორმონალურ სისტემასთან. ზოგ სალონში, შეიძლება გითხრან, რომ ნებისმირ ასაკში ტარდება, მაგრამ რეალობა სხვაგვარია.
ახლა ზოგი გაიფიქრებს, აი, ხომ ვამბობდი, ესე იგი, ბავშვებში ლაზერული ეპილაცია არ შეიძლებაო. რატომაც არა? – შეიძლება, უცნაური მოგეჩვენებათ თავიდან, მაგრამ ბავშვებში სულაც არაა პრობლემა, პრობლემაა მოზარდობის პერიოდში, როცა სქესობრივი ჰორმონების მოზღვავებაა ორგანიზმში,
საქმე იმაშია, რომ ასეთ დროს, გააქტიურებული ჰორმონალური ტალღები თმის ფოლიკულებად გარდაიქმნება და ასეთ დროს ეპილაცია მხოლოდ დროის ფლანგვა და ფულის გადაყრაა. რამდენი სეანსიც უნდა ჩაიტაროს მოზარმა, მისი ორგანიზმი რამდენიმე კვირაში ახალ თმას გამოიმუშავებს. შესაბამისად, ჯამში, დასჭირდება ორჯერ მეტი სესია და ეფექტი კი ვერ იქნება სტაბილური.
მიჩნეულია, რომ ეპილაციის დაწყების იდეალური ასაკია 16–18 წელი. ამ პერიოდში მიღწეული შედეგი ყველაზე ხანგრძლივი და სტაბილურია.
ასაკის ზედა ზღვარი დადგენილი არაა, ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება გაიკეთოს, მთავარია, რამდენად ვხვდებით ბუნებრივ ბარიერს, ანუ, ჭაღარა თმას. ლაზერის სამიზნე პიგმენტია და ჭაღარა თმას კი, პიგმენტი არ აქვს.
მამაკაცი და ეპილაცია
მამაკაცებმა დიდი ხანია უკვე „წაგვართვეს“ ლაზერული ეპილაციის აპარატები. მამაკაცისთვის ეპილაცია აღარ ასოცირდება მხოლოდ ესთეტიკასთან, არამედ ჰიგიენასთან, ოფლიანობის შემცირებასთან.
აქვე ვიტყვი, რომ სახეზე თმის ლაზერული ეპილაციით მოშორება ქრონიკული გამონაყარის დამარცხებაში ეხმარებათ მამაკაცებს.
რეალურად, მამაკაცის თმა, რომელიც უფრო უხეშია ხოლმე და მდიდარია პიგმენტით, იდეალური სამიზნეა ლაზერის სხვისისთვის, ბევრად მარტივად და ეფექტურად მოქმედებს ლაზერი მათ თმებთან.
მაგრამ ერთი პატარა ხრიკი აქაცაა, მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის მაღალი დონის გამო, თმის რეგენერაციის უნარი ბევრად დიდია, ამიტომ მათ შემთხვევაში ლაზერის ტალღის სიგრძის შერჩევა კრიტიკულია, რათა შედეგი იყოს გრძელვადიანი და არა ორკვირიანი.
საერთო ჯამში, ეს მაინც ზოგადი რჩევებია და კანისა და თმის მიხედვით, პროფესიონალმა უნდა გადაწყვიტოს ლაზერის რომელი აპარატია შენთვის ყველაზე მეტად ეფექტური. ფასიც, უმეტესად, ინდივიდუალურად ითვლება, თუ არ ჩავთვლით აქციებს მთლიან ტანსა და ან რამდენიმე ზონაზე ერთდროულად.
თუ ოდნავ მაინც დაგეხმარე და იცი უკვე, რომელი აპარატით გსურს ეპილაცია, გიტოვებ ბაზასაც, სადაც ყველანაირი მომსახურებაა და ყველანაირ ფასად, ყველა უბანში და ყველა ენაზე.
თუ მაინც ვერ დაკვალიანდი, ეს ბაზა მით უფრო შენთვისაა, რათა პროფესიონალებს დაელაპარაკო, მოუყვე, აგიხსნან. განცხადებების ბოლოს კომენტარების წაკითხვა არ დაგავიწყდეს, რადგან კომენტარებში იმ ადამიანთა რეკომენდაციებია, რომლებმაც უკვე ისარგებლეს მათი მომსახურებით.
(R)











კომენტარები