• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

ალია ავტორი - ალია
14:01 07-20-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

თიბისიმ, ნიდერლანდების განვითარების ბანკთან – FMO და მის პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან, 210 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ტრანზაქცია FMO-ს ყველაზე მასშტაბური დაფინანსებაა, როგორც საქართველოში, ისე – რეგიონში, რაც ფინანსური სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას უსვამს ხაზს.

ფინანსური რესურსი საქართველოში, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება, განსაკუთრებული აქცენტი კი – სოფლის მეურნეობის, რეგიონების და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობაზე გაკეთდება. დაფინანსების 30% მწვანე ინიციატივების მხარდაჭერას დაეთმობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის მდგრადი განვითარების სტრატეგიას.

ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებაში, FMO-სთან ერთად, თიბისის როგორც ახალი, ისე – მრავალწლიანი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობდნენ: Mashreq ბანკი, აბუდაბის კომერციული ბანკი (ADCB), დუბაის კომერციული ბანკი (CBD), Commerzbank და BlueOrchard-ის მიკროსაფინანსო ფონდი (BOMF).

„მოხარული ვარ, რომ FMO-სთან პარტნიორობით და ხუთი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორის ჩართულობით, თიბისის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სინდიცირებული დაფინანსების მოზიდვა შევძელით. ეს ფინანსური რესურსი მთლიანად მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისკენ. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ვიყოთ მთავარი ფინანსური პარტნიორი იმ ადამიანებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. 210 მილიონი აშშ დოლარის შეთანხმება, ხაზს უსვამს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას თიბისის, როგორც სტაბილურად მზარდი ფინანსური ინსტიტუციის მიმართ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„ვამაყობთ, რომ FMO აღნიშნულ ტრანზაქციის ორგანიზატორი ფინანსური ინსტიტუტია. ეს თანამშრომლობა თიბისისთან კიდევ ერთხელადასტურებს ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობასადა ნდობას საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ. 210 მლნ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება ნათლად აჩვენებს ჩვენს მიზანს – კერძო კაპიტალით მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა სექტორის განვითარებას. რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ტრანზაქციის წარმატებით დასრულება სპარსეთის ყურის რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით, კიდევ ერთხელ ადასტურებს გამორჩეული საინვესტიციო შესაძლებლობების არსებობას რეგიონში“, – ჰუიბ–იანდე რუიტერი, FMO-ს ინვესტიციების მთავარი თანახელმძღვანელი.

სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისის და FMO-ს, ასევე, ტრანზაქციაში მონაწილე ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved