ოდესის პორტთან რუსების დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა – სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ოპერაციის დასრულების შემდეგ, უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ დაადასტურა დაკარგულად მიჩნეული 4 მეზღვაურის დაღუპვის ფაქტი. მანამდე ცნობილი იყო, რომ დაიღუპა გემზე მყოფი 6 მეზღვაური – სირიის, ინდოეთის და უკრაინის მოქალაქეები.
საერთო ჯამში ათ დაღუპულს შორისაა უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ლოცმანი, რომელიც დარტყმის დროს გემზე იმყოფებოდა.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, 19 ივლისს, უკრაინის ოდესის პორტის მახლობლად, შავ ზღვაში, სარაკეტო დარტყმა იყო გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ სატვირთო გემზე GOLDEN LEO. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, გემს სიმინდი მიჰქონდა.











კომენტარები