• რეკლამა
  • კონტაქტი
00:14, კვირა, 19 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მიმართვა ქართველებს… მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:43 07-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
676

მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც მოქალაქეებს მიმართავს:

,,მიმართვა ქართველებს

ჩემო ძვირფასო თანამემამულე ქართველებო – ვიცი რომ საუკუნეების განმავლობაში მრავალრიცხოვანმა დამპყრობლებმა ყველაფერი გააკეთა რათა გაგქრობოდათ განცდა, რომ თქვენი ქვეყანა თქვენ გეკუთვნით და ჩაეგონებინათ, რომ სინამდვილეში თქვენი მიწა-წყალი თქვენი არაა და ვიღაც სხვისია და იმის სამართავია, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასული ათწლეულები წესით კი უნდა ყოფილიყო იმისთვის საკმარისი, რომ ეს სამშობლოსადმი კუთვნილების და სამშობლოს თქვენდამი კუთვნილების საბაზო ინსტინქტს ისევ გაეღვიძა თქვენში.

ხოდა ამიხსენით რატომ აძლევთ საქართველოზე მომჯდარ ყაჩაღთა ბანდას საშუალებას ასე გაგძარცვონ, ასე დაგცინონ და ასე დაგამცირონ. ნუთუ არ გესმით, რომ ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გაუქმებული და სამორინედ გადაკეთებული) სინამდვილეში სააკაშვილის და ბენდუქიძის კი არა, თქვენი და თქვენი შვილების იყო და თქვენ ასე უდრტვინველად ჩააბარეთ.

ნუთუ არ გესმით, რომ განათლების სისტემაც სააკაშვილის, ლომაიასი ან ვინმე სხვა მინისტრის კი არა თითოეული თქვენგანის იყო და რატომ დაყარეთ ფარ-ხმალი ასე უმტკივნეულოდ აბარებთ იგივე ილიაუნის.

ნუთუ არ გესმით, რომ პარლამენტი ქუთაისში არც მარტო ქუთაისის იყო და მითუმეტეს არც სააკაშვილის, არამედ თითოეულ თქვენგანს ეკუთვნოდა და რატომ დააკეტინეთ და გააპარტახებინეთ.

ნუთუ არ გესმის, ტომ ბაკურიანის ტყე, რომელშიც მთელი ბავშვობა დადიოდა ყველა, ახლანდელ ბავშვებს ეკუთვნით, მათ შორის ჩემს შვილ ალისას, რომელიც ბაკურიანშია და ამ ტყეში ვერ შედის, არ შეიძლება შემოფარგლოს ვიღაც ნანუკა თამაზაშვილმა. იქ სადაც მე დავდიოდი ახლა ალისას ხვდება წარწერა „ნანუკა თამაზაშვილის საკუთრება“

ნუთუ არ გესმით, რომ რიყის თეატრის შენობა არც სააკაშვილის დოქებია და არც რომელიმე ცალკე აღებული შემსრულებლის, რომ ის თქვენთვის აშენებული, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კულტურის კერაა, რომელიც არ გაგიხსნეს და ახლა გინგრევენ და განათლების და კულტურის კერები კაზინოდ გადაგიკეთეს.

ნუთუ ვერ ხვდებით, რომ სოლოლაკიდან ქალაქს წამომჯდარი უზურპატორი ამით მარტო ჩემზე კი არა თქვენზეც იძიებს შურს, რომ გაბედეთ და მსოფლიოს საუკეთესო შენობად აღიარებული თეატრი წამოჭიმეთ, რომ გაბედეთ და მთელი მსოფლიოს მისაბაძად აკეთებდით რაღაცებს, რომ გაბედეთ 9 წლით მაინც უარი გეთქვათ პატარა სოფლად ყოფნაზე.

ნუთუ ვერ ხვდებით, როცა საცობებში იტანჯებით, რომ 14 წლის წინ ჩემი აშენებული და ამათი არ გახსნილი შემოვლითი გზა თქვენია და იმისთვის არის, რომ საცობები არ იყოს და რატომ არ მოითხოვეთ მთელი ეს წლები გზის გახსნა?

ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ხეები ივანიშვილი რომ დაატარებს, მისი კი არა თქვენია?

ნუთუ ვერ ხვდებით, რომ წკიპზე რომ არ მომესწრო ქუთაისის აეროპორტის გახსნა, არანაირი 100 ლარიანი ბილეთები ევროპაში არ იარსებებდა, ბათუმი რომ არ მომესწრო, მის უმეტეს ნაწილში ახლაც ჭაობი იქნებოდა. 2012 წლის 1 ოქტომბრის წინ რომ არ მომესწრო იუსტიციის სახლის გახსნა ის არ იარსებებდა.

ჰეროსტრატეს კომპლექსით შეპყრობილი დიქტატორი, პირდაპირ გადმოვიდა თქვენზე შეტევაზე და დაიწყო დიდი ნგრევა. ამ ნგრევის ნაწილია ის რაც მოხდა თელავში – რაც იყო დამბების გასაწმენდი ფული, მოპარვის, სამშენებლო სფეროში კორუფციის და ქოცური უვიცობის კომბინაციის შედეგი. რატომ არ მოისმინეთ როცა ჩვენი წარმომადგენლები და სხვები გაფრთხილებდნენ?

დღეს ის ისრულებს დიდი ხნის სანუკვარ ოცნებას – რიყის თეატრის დანგრევას. აკეთებს ამას ქურდულად, ზუსტად შუა ზაფხულში, რათა ბევრი მოწმე არ ჰყავდეს. აკეთებს ამას, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ ქართველი ხალხი საბოლოოდ დააჩმორა, წინააღმდეგობის უნარი დააკარგვინა და ახლა ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მათ შორის ყველა პოლიტიკური ლიდერი საპყრობილეში საბოლოოდ ჩასმის.

ნგრევის ნაწილია ვითომ მშენებლობები თბილისში და სინამდვილეში აზიის ჩამორჩენილი ნაწილის მსგავსად, მიჯრით ბეტონის ჯუნგლების აშენება და ამით თბილისის, ბათუმის, თელავის განადგურება.

გავატარებთ ამ ნგრევასაც, იცოდეთ შემდეგი იქნება ჩვენს ძირძველ მიწაზე, აფხაზეთზე ოფიციალურად უარის თქმა და მტრებისთვის გადაფორმება და ივანიშვილების ოჯახური დინასტიის გამოცხადება, ე.ი. საქართველოს ქართველი ხალხისგან ჩამორთმევის და ივანიშვილის უცხოპლანეტელ მემკვიდრეებზე საბოლოოდ გადაფორმება. ნოტარიუსი უკვე ადგენს ჭორვილაში ამ დოკუმენტს და ისე უნდათ ამის გაკეთება, რომ თქვენვე მოგაწერინოთ ამაზე ხელი, როგორც საკუთარი ხელით ბევრმა მოაწერა ხელი 2012 წელს, საქართველოს ამ გზაზე დადგომას და სინამდვილეში ერთ დროს სწრაფად მოძრავი ქვეყნის, ჩიხში შეყვანას.

მე თავის დროზე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გეგრძნოთ, რომ თქვენი ქვეყანა თქვენ გეკუთვნით და გაგჩენოდათ სიამაყის განცდა. არა მხოლოდ არაფერი წამიღია თქვენგან, არამედ ძვირფასი პირადი საჩუქრებიც კი ქვეყანას დავუტოვე (მათ შორის 2 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ბიბლია)

საქართველოში არ არსებობს ჩემი არცერთი დიდი სახლი ან კომფორტული ბინა, მაგრამ არსებობს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომელიც მე არ მეკუთვნის და იქ ფეხიც არ დამიდგამს გახსნის შემდეგ.

ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად. ამ უზარმაზარი ისტორიული სირცხვილის ჩამოსარეცხად.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved