• რეკლამა
  • კონტაქტი
00:18, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თბილისში დღეს ბევრად მეტი სასიკვდილო ნარკოტიკი იყიდება, ვიდრე 1 წლის უკან” – ირაკლი ლატარია

ალია ავტორი - ალია
20:56 07-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,390

ეკონომისტი, ირაკლი ლატარია:

ჯერ საქართველო როგორი პატარაა და ახლა – თბილისი….
გამონათქვამი: ,,კაი რა, თბილისი პატარააა ყველამ ყველაფერი იცის” – ასს პროცენტიანიაა.. ყველამ, ყველაფერი იცის მაგრამ, ყველამ ყველაფრის გადმოცემა ისე არ იცის – როგორც რეალობაა…(ამას ბოლოში მივუბრუნდები)….
რა არის დღეს ყველაზე უმძიმესი პრობლემა? რა საჭიროა ავტომატი ან გრადი? გინდა ომი? – შეიტანე ნარკოტიკი ქვეყანაში (მითუმეტეს სასიკვდილო ნარკოტიკი) და ომიც მოგებულია…
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან იმ წამსვე, საქართველოში შემოიყარა ტონობით (ეს არ არის პირობითი წონა, ამას ფაქტებზე დაყრდნობით ვწერ) ნარკოტიკი….უკრაინაში შეგიძლია მანქანაში ჩაყარო 20 გრამი მეტადონი, მეფედრინი, ამფეტამინი და კაციშვილი ხმას არ გაგცემს (ნარკოტიკი მჭირდება ომში მყოფი მეგობრებისთვის – ეს არის კანონიერი და ყველასთვის მიღებული პასუხი)…
1 წლის უკან, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ, დღეში 20_30 გამსაღებელს მაინც აკავებდნენ, ნახულობდნენ სამალავებს, იღებდნენ აღურიცხავ ნარკოტიკს და ეს გრძელდება დღემდე….
რას ვხედავთ დღეს?.. თბილისში შეგიძლია იყიდო ნებისმიერი ნარკოტიკი და რაც ყველაზე მტკივნეულია, ბევრად სასიკვდილო ნარკოტიკი იყიდება დღეს, ვიდრე ეს იყო – 1 წლის უკან.. (ანუ – იმ პერიოდამდე, როდესაც დაიწყეს ყველა გამსაღებლისა თუ გადამცემის დაკავება)…..
წლების წინ მაქვს დაწერილი თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში აღმოიფხვრას ის პრობლემა, რომელიც ჩვენ ნელ ნელა გვანადგურებს….
,,ბარიგების” დაჭერა, არადა არ შეამცირებს ქვეყანაში ნარკოტიკების ბრუნვას, პირიქით – ყველაფერი გადავა იატაკ ქვეშ და თუ მანამდე მომხმარებელი ყიდულობდა უკრაინულ მეტადონს, დღეს ეს უკვე კუსტარულად შექმნილი სიკვდილის ,ელექსირია”….
მსოფლიოში არსად მომხდარა მკაცრი ნარკო პოლიტიკის შედეგად, ნარკომანიის შემცირება..
ნარკოტიკი ყოველთვის იქნება მანამ, სანაამ არსებობს მასზე მოთხოვნა. როგორც კი შემცირდება მოთხოვნა – ავტომატურად შემცირდება ნარკოტიკის არსებობა შავ ბაზარზე..
რა არის გამოსავალი?.. გამოსავალია პაციენტების მკურნალობა და ნამკურნალები პაციენტისთვის, იმის საშუალების მიცემა, რომ მან იცხოვროს ისე, როგორც ნებუსმიერი ჯანმრთელი ადამიანი . ეგ კი არა, წახალისებებიც უნდა არსებობდეს, კერძოდ: ვთქვათ კლინიკაში მკურნალობს 2 პაციენტი… 6 თვის განმავლობაში ორივე უნდა მიდიოდეს კლინიკაში და აბარებდეს ანალიზებს.. თუ, ამ პერიოდში პაციენტს მაინც დაუფიქსირდა ნარკოტიკის მოხმარება (მას უნდა გაუორმაგდეს ყველა ის შეზღუდვა, რაც მანამდე ჰქონდა – მართვის მოწმობის არ დაბრუნება და ა.შ..მაგრამ მეორე პაციენტი, რომელმაც გადაწყვიტა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და 6 თვის განმავლობაში პირწმინდად შეასრულა ყველა მითითება თუ რჩევა, მას მაშინვე უნდა აღუდგეს ყველა ის შეზღუდვა, რაც მასზე მოქმედებდა…
პოსტით ვერ გადმოიცემა ის, რასაც მე პირადად ათეული წელია ვწერ, ვაკვირდები და პრაქტიკული შედეგებიდან მაქვს დასკვნები გამოტანილი….
დღევანდელი ნარკოპოლიტიკა არის რბილად რომ ვთქვათ, არასწორი – არ გაამართლა გამსაღებლების დაკავებამ და იცით რატომ? რეალური ,,პირველი პირი ბარიგები” საერთოდ არც კი ცხოვრობენ საქართველოში და ტელეგრამით მართავენ სიტუაციებს და თბილად, კრესლოში მოსკუპებულნი ყოველ დღე ათობით ქართველს გვიკლავენ და ამაში ფულსაც იღებენ!!…
წარმოგიდგენიათ, რამდენი ტონა ნარკოტიკია შემოტანილი ომის დაწყებიდან 2025 წლამდე, რომ მთელი ძალოვანი სისტემა მათი ამოღებითაა დაკავებული და დარწმუნებული ვარ ჯერ 20 პროცენტიც არ იქნება ამოღებული…. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამდენი ნარკოტიკი ძალიან მაღალი თანამდებობის პირების გარეშე, ქვეყანაში ვერ შემოვიდოდა – (ამაზე რომ ვფიქრობ ყელში ბურთი მეჩხირება, თურმე რა ხალხს ვიცავდით)….
ყველაზე მთავარი დამავიწყდა:
თრობის ქვეშ მყოფ ადამიანს როდესაც პოლიცია დააკავებს, არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს – ან, დიდი ,,სროკი” ან კლინიკაში მკურნალობა, ოღონდ – კლინიკიდან გამოსული 6 თვე იყოს დინამიურზე და თუ ამ 6 თვეში ერთხელ მაინც ამოუვარდა სისხლში რაიმე – იქიდანვე მიყავთ ციხეზე.. ხოლო თუ გამოჯანმრთელდა (დაუბრუბდეს მართვის მოწმობა, რათა არჩინოს ოჯახი და რაც მთავარია, ქონდეს უფლება ზუსტად ისეთივე, როგორიც ჯანმრთელ ადამიანებს)… იმუშაოს სადაც შეძლებს და მას წინ არ უნდა დახვდეს ის შავი ლაქა, რაც წარსულში ჩატოვა!!!….
ამხელა პოსტის წაკითხვა ალბათ ბევრს გაგიჭირდებათ და ამიტომ მოკლე შინაარსი ასეთია:
არსებობს მოთხოვნა? იქნება მიწოდებაც..
ვახსენე ბევრი მაქვს დაწერილი ამ თემაზეთქო და ჩემს მიდგომაში ყველაზე მიმზიდველად ის მიმაჩნია, რომ – სახელმწიფო, პაციენტს (ნარკომანს) იმ ნარკომანის ფულით კურნავს, რომელმაც სხელმწიფოს ლმობიერება ფეხებზე დაიკიდა.. (ამის ჩაშლა, ფეისბუუქზე ვერაფრით გამოვა)….
პირველი აბზაცის ბოლოს მივუბრუნდებითქო – ,,ყველამ თავის …მამიდას მიხედოს”…  ნარკომანია არის დაავადება და თუ არ შეგიძლია დაეხმარო, ზურგს უკან მაინც ნუ ასწორებ მიწასთან, არავინ იცის ხვალ ან ზეგ – შენს ოჯახში რა და როგორ ,,დაიბადება”..
ცნობისთვის, ქართული ოცნების გუნდის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, არამხოლოდ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, არამედ, 2026 წლის მაისში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) შეხვედრაზე გამოსვლისასაც, თქვა, რომ საქართველომ ბოლო ერთ წელში მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ტრანზიტის წინააღმდეგ, რამაც პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს. არამხოლოდ ქვეყანაზე, არამედ მთლიანად ევროპაში ნარკოტრეფიკის კლების დინამიკაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved