„ფორმულას“ ჟურნალისტი. ლუკა ხაჩიძე
„ეს ჩემი ბოლო ეთერია „ფორმულაზე“. თითქმის 6-წლიანი მუშაობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ტელეკომპანია. არხს და თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვეუბნები და წარმატებას ვუსურვებ — დამოუკიდებელი მედიასივრცეების შენარჩუნება დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
„ფორმულას“ მიკროფონით და ეთერიდან არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გაგაცანით. მაგრამ, ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და ემოციური მაინც ბრიუსელიდან იმ ისტორიული ამბის გაშუქება იყო, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. მჯერა, რომ ამ გზას და დემოკრატიულ ღირებულებებს აუცილებლად დავუბრუნდებით.
ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი მთავარი მიზანი იყო, ვყოფილიყავი თქვენი, მაყურებლის ხმა. დამეცვა თქვენი ინტერესები. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ნდობისთვის! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! დიდი მადლობა!“











კომენტარები