რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.
ყველაზე მეტად დაზარალდა დედაქალაქის დარნიცკის რაიონი, სადაც ხანძარი გაჩნდა ადმინისტრაციულ-სასაწყობე შენობაში, საწყობსა და ახლოს გაჩერებულ სატვირთო ავტომობილებში. მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს.
ორი დაღუპული სწორედ დარნიცკის რაიონში აღმოჩნდა. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.
სვიატოშინის რაიონში კი დარტყმის შედეგად ერთსართულიან სასაწყობე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. იქ სამი ადამიანი დაშავდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
სამაშველო სამსახური თავდასხმის ადგილებზე მუშაობას აგრძელებს. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.











კომენტარები