• რეკლამა
  • კონტაქტი
20:44, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა

ალია ავტორი - ალია
18:11 07-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული საჰაერო იერიშის შედეგად, რუსულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ ბაშკირეთში, ქალაქ სალავატში მდებარე სტრატეგიული ნავთობქიმიური კომპლექსი სრულად გააჩერა.

„გაზპრომნეფტეხიმ სალავატი“ ბენზინის მწარმოებელი ბოლო მსხვილი ქარხანა იყო რუსეთში, რომელზეც 2026 წელს უკრაინულ დრონებს თავდასხმა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ განხორციელებული.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება, 14 ივლისს მომხდარი თავდასხმის შედეგად მძიმედ დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარი და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მოწყობილობები.

წინასწარი შეფასებით, ამ მასშტაბის ზიანის აღმოფხვრასა და ქარხნის აღდგენას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.

უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ იერიში მიზანმიმართულად განხორციელდა საწარმოს კრიტიკულ წერტილებზე, რამაც პარალიზება გაუკეთა ბენზინისა და ნავთობპროდუქტების წარმოებას. უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე, ნავთობტერმინალებსა და გადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილმა ინტენსიურმა დარტყმებმა კრემლის ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. სააგენტო Bloomberg-ის ანალიტიკური მონაცემებით, რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებლებმა ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ივლისის დასაწყისიდან რუსული ქარხნები დღე-ღამეში საშუალოდ მხოლოდ 3,91 მილიონ ბარელ ნავთობს გადაამუშავებენ, რაც 2005 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მცირე მოცულობაა.

ამ კრიზისის პირდაპირი შედეგი უკვე იგრძნობა რუსეთის შიდა ბაზარზეც: რუსეთის არაერთ რეგიონში გასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის საწვავის გაყიდვა მკვეთრად შეიზღუდა ან საერთოდ შეწყდა. ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე კი საწვავის სრული დეფიციტი შეიქმნა.

უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის შიდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიურ დაბომბვაზე. კიევის მიზანია დააზიანოს რუსეთის სახელმწიფო სისტემა, მაქსიმალურად შეუზღუდოს კრემლს ომის გაგრძელების ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობები და აიძულოს აგრესორი, შეაჩეროს საომარი მოქმედებები.(ფორმულა)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved