• რეკლამა
  • კონტაქტი
17:32, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

ბოლო ოთხ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების გარეშე, დადებითია

ალია ავტორი - ალია
15:18 07-15-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მშპ-ის 0.1% შეადგინა (სეზონურად შესწორებამდე მშპ-ის 3.2%-ის დეფიციტი). ერთი მხრივ, დადებითი ბალანსი წინა სამ კვარტალთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ პროფიციტი შენარჩუნდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, რაც, მათ შორის, მარტში ექსპორტის მხრიდან ტურიზმის დანაკლისისა და ნავთობის გაძვირებული იმპორტის დაბალანსებას უკავშირდება.

პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი იყო, ანუ უცხოურ ვალუტაში რეზიდენტების შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა. მიმდინარე ანგარიში სწორედ ამ ბალანსს ასახავს – ქვეყანა მეტ შემოსავალს იღებს თუ მეტს ხარჯავს დანარჩენ მსოფლიოსთან საგარეო ვაჭრობისა და ფულადი ნაკადების (მათ შორის, ფულადი გზავნილები, შრომის ანაზღაურება, დივიდენდები, რეინვესტიცია, საპროცენტო ხარჯები)  ჭრილში. სარკისებური პრინციპით, ფინანსური ანგარიში მიუთითებს, თუ როგორ დაიხარჯა პროფიციტი საზღვარგარეთ ან როგორ დაფინანსდა დეფიციტი საზღვარგარეთიდან (მაგალითად, პირდაპირი ან პორტფელური ინვესტიციების გზით).

2025 წლამდე მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებული პროფიციტი მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში ფიქსირდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე. 2025 წლის მეორე კვარტლიდან კი ეს ბალანსი, ზედიზედ ოთხი კვარტალია, დადებითია და ამ პერიოდში მშპ-ის 1%-ს შეადგენს, რაც ისტორიული მონაცემების ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული გასული ერთ წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსისა და სავალუტო რეზერვების ზრდის ერთ-ერთ ძირითად მხარდამჭერ ფაქტორს წარმოადგენს.

რა განსაზღვრავს საგარეო ბალანსს? ბოლო ოთხ კვარტალში, სავალუტო შემოდინებების მხრივ, ყველაზე მსხვილი კომპონენტები საქონლის ექსპორტი (მშპ-ის 26.4%), ტურიზმიდან შემოსავლები (12.3%), წმინდა ფულადი გზავნილები (10.9%) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტი (3.8%) იყო. გასავლების კუთხით, ყველაზე მსხვილი ნაკადი კვლავ საქონლის იმპორტია (44.1%), ხოლო დივიდენდებსა და საპროცენტო ხარჯებზე ერთობლივად მშპ-ის 4.5% მოდიოდა. საერთო ჯამში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მიმდინარე ანგარიში რეინვესტირებული შემოსავლების გამოკლებით პროფიციტშია, მისი ჩათვლით (მშპ-ის 2.9%) კი დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ 2026 წლის პირველ კვარტალს, სეზონური ფაქტორების გამორიცხვამდე, მიმდინარე ანგარიშის ბალანსში 298 მილიონი აშშ დოლარის დეფიციტი ფიქსირდებოდა. ამასთან, დეფიციტი გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 271 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 48%-ით არის შემცირებული. საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას, ისევე როგორც 2025 წელს, მეტწილად ICT სექტორის მომსახურების ექსპორტი განაპირობებდა, რომელიც წლიურად 167 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. დამატებით 190 მილიონი აშშ დოლარის ზრდა მოდიოდა ფულადი გზავნილების მატებაზე, გადახდილი დივიდენდების შემცირებაზე, საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებასა და უცხოეთში დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე. საპირისპიროდ, 84 მილიონი აშშ დოლარით გაუარესდა ტრანსპორტირების მომსახურების წმინდა ექსპორტი, სატვირთო გადაზიდვების მომსახურების როგორც ექსპორტის კლების, ასევე იმპორტის ზრდის ფონზე.

ფინანსური ანგარიშის მხრივ, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, პირველ კვარტალში 110 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და, წინა წლების დინამიკის მსგავსად, შედარებით დაბალ ნიშნულზე რჩება.

პორტფელური ინვესტიციებიდან წმინდა შემოდინებებმა 452 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, საიდანაც 265 მილიონი აშშ დოლარი რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების რეალიზაციაზე მოდიოდა – ძირითადად, სავალო ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შედეგად – ხოლო 187 მილიონი აშშ დოლარი – საზღვარგარეთიდან მოზიდულ ახალ სახსრებზე. ამ ფონზე, საქართველოს რეზიდენტების მფლობელობაში არსებული უცხოური პორტფელური აქტივების მოცულობა, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მარტის მდგომარეობით, 2025 წლის ბოლოსთან შედარებით, 4.5%-ით შემცირდა 4.6 მილიარდ აშშ დოლარამდე, რაც მშპ-ის 11.7%-ია.

ამავდროულად, ქვეყანამ 137 მილიონი აშშ დოლარით მეტი საგარეო ვალი დაფარა, ვიდრე აიღო, რაც გასული წლის დინამიკასთან თანხვედრაშია. მათ შორის, მთავრობის ვალის წმინდა კლებაზე 73 მილიონი აშშ დოლარი მოდიოდა.

ჯამურად, ვინაიდან ერთობლივი შემოდინებები გასავლებს აღემატებოდა, მთლიანი სავალუტო რეზერვები პირველ კვარტალში 148 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. უახლესი მონაცემებით, ზრდა მეორე კვარტალში კიდევ უფრო დაჩქარდა, რაც სავალუტო ბაზარზე ბოლო თვეებში არსებულ სიჭარბეს უკავშირდება. ივნისის მდგომარეობით, მთლიანმა რეზერვებმა 7.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 800 მილიონი აშშ დოლარით მეტია. ამავე პერიოდში წმინდა სავალუტო რეზერვებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნასესხობის სპეციალური უფლების გარეშე (469 მილიონი აშშ დოლარი), ჩვენი შეფასებით, 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გაზრდილი წმინდა სავალუტო შემოდინებებისგათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი მეორე კვარტალში დამატებით გაუმჯობესდა. წლის მეორე ნახევარში საბაზო სცენარი კვლავ სავალუტო შემოდინებების შედარებით ნორმალიზებას მოიაზრებს, თუმცა ახლო აღმოსავლეთშიხელახალი ესკალაციის ფონზე გაურკვევლობის დონე კვლავ გაზრდილია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.5% იქნება, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით კი პროფიციტი, დაახლოებით, 1%-ს მიაღწევს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007587-macro-update-georgia

(R)

 

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved