• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მზის ენერგია ევროკავშირში ელექტროენერგიის უმსხვილეს წყაროდ იქცა და გაუსწრო ატომურ (21%), გაზის (15%), ქარის (14%) და ჰიდროენერგიას” – დათო.გოჩავა

ალია ავტორი - ალია
03:24 07-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
672

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის” დამფუძნებელი, დათო გოჩავა:

ივნისში მზის ენერგია ევროკავშირში ელექტროენერგიის უმსხვილეს წყაროდ იქცა და გაუსწრო ატომურ (21%), გაზის (15%), ქარის (14%) და ჰიდროენერგიას (12%); ქვანახშირის წილმა კი მხოლოდ 8% შეადგინა. ეს არის მხოლოდ მესამე თვე, როდესაც მზის ენერგეტიკა ევროკავშირში ელექტროენერგიის უმსხვილესი წყარო გახდა — 2025 წლის ივნისისა და 2026 წლის მაისის შემდეგ.

„მზის ენერგეტიკის ზრდა ჭეშმარიტად კოსმოსურია, ის ყოველ ჯერზე აჭარბებს ყველაზე თამამ პროგნოზებსაც კი“, — ამბობს კვლევითი ცენტრის Ember უფროსი ანალიტიკოსი კრის როსლოუ, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა. „სულ რამდენიმე წელიწადში მზის ენერგეტიკამ მეორეხარისხოვანი მოთამაშისგან ევროპის ენერგოსისტემის საკვანძო ელემენტამდე გაიარა გზა, რადგან მთავრობები და მოქალაქეები ეძებენ ხელმისაწვდომ, სწრაფად მონტაჟებად შიდა ელექტროენერგიის წყაროებს“.“

მზის ენერგეტიკის ზრდა შესამჩნევია ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში. 2026 წლის განმავლობაში ევროკავშირის უკვე 18-მა ქვეყანამ დაამყარა ახალი ყოველთვიური რეკორდი მზის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილის მიხედვით.

ესპანეთში მზის გენერაციის წილმა 2026 წლის ივნისში პირველად გადააჭარბა მესამედს (34%). ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა სუფთა ენერგეტიკაში ქვეყნის მიერ განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების წყალობით. 2019 წლიდან ესპანეთმა გააორმაგა ქარისა და მზის ენერგეტიკის დადგმული სიმძლავრეები და დაამატა იმაზე მეტი, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, გერმანიის გარდა, რომლის ელექტროენერგიის ბაზარიც ესპანურზე ორჯერ დიდია.

ეს ხელშესახებ სარგებელს აძლევს მომხმარებლებს. ელექტროენერგიის გადასახადები ესპანეთში შემცირდა, მაშინ როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში ისინი გაიზარდა ირანში ომის დაწყებით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ. Ember-ის გათვლებით, მარტში ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის მომენტიდან, შინამეურნეობები ელექტროენერგიის გადასახადებზე თვეში საშუალოდ 10 ევროს ზოგავენ.

2025 წლის აგვისტოში ესპანეთს საერთოდ არ გამოუყენებია ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები. ეს მკვეთრი კონტრასტია ათი წლის წინანდელ სიტუაციასთან, როდესაც ნახშირზე ქვეყნის ელექტროენერგიის მეოთხედი მოდიოდა.“

ეს მაგალითი აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ ქვეყნებს ენერგიის წყაროების შეცვლა, თუკი ისინი მზად არიან ასეთი არჩევანის გასაკეთებლად. „ესპანეთის წარმატების გასამეორებლად აუცილებელი არ არის ესპანური მზე გქონდეთ: ევროპის თითოეულ ქვეყანას შეეძლო უფრო ეფექტურად გამოეყენებინა ქარისა და მზის საკუთარი რესურსები, რათა შეემცირებინა დამოკიდებულება ძვირადღირებულ გაზზე“, — დარწმუნებულია როსლოუ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესანიშნავი სიახლეა გამონაბოლქვის თვალსაზრისითაც. 2025 წელს ესპანეთში ელექტროენერგიის წარმოების მხოლოდ 25% მოდიოდა წიაღისეულ საწვავზე, ამიტომ კუთრი გამონაბოლქვი — 0,9 ტონა CO2-ის ეკვივალენტი ერთ ადამიანზე — ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (1,3 ტონა CO2-ის ეკვივალენტი) დაბალი აღმოჩნდა.“
—–
საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის ათვისების თვალსაზრისით საკმაოდ ჩამორჩენილი მდგომარეობაა, თუმცა პრობლემა „რესურსის არქონა“ (მზე და ქარი რომ გვიჭირს) კი არ არის, არამედ ამ რესურსების აუთვისებლობა და ინფრასტრუქტურის არარსებობაა.

ჩვენს ენერგოსისტემაში მზისა და ქარის წილი ამ დრომდე კრიტიკულად დაბალია (1%-ზე ნაკლები), მაშინ როდესაც პოტენციალი კოლოსალური გვაქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved