• რეკლამა
  • კონტაქტი
12:24, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კერძო მესაკუთრემ გადაწყვიტა”; “მახინჯი დოქების ადგილას რა აშენდება” – კალაძე VS კობახიძე

ალია ავტორი - ალია
16:12 07-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
476

თბილისის მერი ამტკიცებს, რომ რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება კერძო მესაკუთრემ მიიღო და არა ოცნების მთავრობამ, თუმცა, იქვე, ამბობს, რომ დემონტაჟზე მთავრობის განკარგულება არსებობს, ის ამტკიცებს იმასაც, რომ ჯერ დაინგრევა და მერე გადაწყდება რა აშენდება მის ადგილას.

კალაძე ამტკიცებს იმასა, რომ შენობა ნაგვის ბუდეა და უფუნქციო და რომ კერძო საკუთრებაა – რატომ იყო შენობა კერძო საკუთრებაში გადაცემამდეც ნაგვის ბუდე და ვის უნდა გაეხადა ის ფუნქციური ან ვის უნდა დაელაგებია, არ ამბობს, ისევე, როგორც არ ამბობს, თუ დოქების შენარჩუნება სურდათ, რატომ არ მოითხოვეს კერძო მესაკუთრისგან, სანამ საკუთრებაში გადასცემდნენ, მისი მოვლა და მიხედვა?

კალაძეც და კობახიძეც ამტკიცებენ, რომ ჯერ არ იციან რა აშენდება მის ადგილას და ჯერ დაინგრევა და მერე გადაწყდება, თუმცა, კობახიძისვე ხელმოწერილ განკარგულებაში მკაფიოდ წერია, რომ მის ადგილას სასტუმრო უნდა აშენდეს.

„ეს არის კერძო საკუთრება, შენობა, რომელიც იყო აბსოლუტურად უფუნქციო. ნაგვის ბუდე… კერძო მესაკუთრემ მიიღო გადაწყვეტილება დემონტაჟთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის განკარგულება იყო, როდესაც არქიტექტურის სამსახური გასცემს ნებართვას დემონტაჟზე, უნდა შეესაბამებოდეს ყველა არქიტექტურულ მოთხოვნას. თავისი წესები აქვს დემონტაჟს და ეს თანხმდებოდა ამდენი ხნის განმავლობაში. ჩვენ კულტურის საბჭოსთან ერთად მივეცით იმის შესაძლებლობა მესაკუთრეს, რომ განახორციელოს დემონტაჟი და შემდეგ დაველოდებით უკვე ახალ პროექტს, რომელიც მერიაში იქნება წარმოდგენილი და ვიმსჯელებთ აღნიშნულის განვითარებასთან დაკავშირებით.

ჯერ არ ყოფილა არანაირი წინადადება, არანაირი პროექტი. როგორც კი იქნება შემოტანილი, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, შესაბამისად, პროექტიც უნდა შეესაბამებოდეს გარემოს. დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც განხორციელდება,“ – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2025 წლის 21 მაისს, ირაკლი კობახიძემ თქვა:

“ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში…”

მანამდე კი, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 6 მაისს გამოსცა განკარგულება, რომლითაც „რიყის დოქების“ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა.

ცვლილებით, „რიყე დომს“ მიენიჭა უფლება, „პირადად ან მესამე პირის მეშვეობით“ განავითაროს ის ტერიტორია, სადაც „რიყის დოქებია“ აშენებული.

ეს „განვითარება“, ამავე დოკუმენტის თანახმადვე, „მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს“ სასტუმროს შექმნას. ეს კი, როგორც იქვეა აღნიშნული, „შესაძლოა მოიცავდეს სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოებს“.

„რიყე დომს“ 2030 წლის 5 მაისამდე დაევალა ამ პროექტის განხორციელება და ამისათვის 44 მილიონი ლარის დახარჯვა (დღგ-ის გარეშე).

„[კომპანიამ] ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ამავე მუხლის შესაბამისად შექმნილი სასტუმროს ფუნქციონირება“, – ვკითხულობთ განკარგულებაში.

შესაბამისად, უცნობია, რა შუაში კერძო მესაკუთრე, რომლის მთავარი დანაშაული ის იქნება, რომ კონკრეტულად მან მოკიდა ხელი ქართული ოცნების მხრიდან დავალებულ ამ საქმეს და კონკრეტულად თავად ითავა დემონტაჟი?

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved