• რეკლამა
  • კონტაქტი
05:40, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს” – ლაშა ბუღაძე

ალია ავტორი - ალია
01:31 07-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

მწერალი, ლაშა ბუღაძე:

გუშინ ვუსმინე ჩემს ერთ ძალიან პატივსაცემ პოლიტიკოსს, რომლის გულშემატკივარიც ვარ და ვენდობი… მესმის მისი არგუმენტებიც და მესმის იმ სამწუხარო დრამატული ჰეროიზმისაც, რომ პოლიტიკოსი არსად მიდის და ვაჟკაცურად ხვდება მორიგ რეპრესიას, და რომ ეს ერთხელაც უფრო მეტ მორალურ კაპიტალად იქცევა… ის ზვარაკია და ჩვენ კი მაყურებლები… არადა ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრით, მისი და სხვა ლიდერების დაკავება კიდევ უფრო მეტად დაგვასუსტებს და აპათიაში ჩაგვაგდებს (ეს იცის რეჟიმმა), სხვას კი უფრო მეტად გაუჩნდება ესკაპიზმის სურვილი…

ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!

ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო ადვილი არაა სხვაგან წასვლა, მაგრამ თუკი ამის შესაძლებლობაა, სჯობს ადამიანმა დროებით თავი შეაფაროს სხვა ქვეყანას, იქიდან სცადოს დახმარება და იქნებ ამით მაინც დაიხსნას თავი ციხისგან, რაკი მისი დახსნის სხვა ძალა ახლა არ მოგვეპოვა.

ნეტა ყველა გარეთ იყოს და მეტი არ მოხვდეს ციხეში! ყველა პოლიტიკური პატიმარი!

სწორად მივიჩნევ, რომ “ლელოს” დამფუძნებელი და გიორგი გახარიაც უცხოეთში არიან და არ მივიჩნევ ამას მორალურ კომპრომისად. არაფერს შეგვმატებდა მათი ციხეში ყოფნა… ნუ ვუქმნით ჩვენც ნებით თუ უნებლიეთ ამ ადამიანებს მორალურ წნეხს, რომ შეგვეწირონ და რაკი “სხვა ვერაფერს შვრებიან”, თავი მაინც გადადონ და თავისუფლება და ჯანმრთელობა გაწირონ საჩვენოდ! ჩვენდა სამწუხაროდ, ამის დამფასებელი ახლა დიდად ბევრი არავინაა. მხოლოდ სისუსტის კალათი ივსება უფრო მეტად. თუ გაქვთ მცირედი შანსი მაინც, რომ აცდეთ ივანიშვილის მძევლობას, გამოიყენეთ ეს შანსი. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ კაცის სადისტური რეჟიმი განზრახ ცხელ ზაფხულს არჩევს პოლიტიკოსების დასაჭერადაც, რადგან ვიცით, რა უმძიმესი პირობებია პატიმრებისათვის გავარვარებულ საპყრობილეში (ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ახლაც აქვს). ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved