დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრის სიტყვებს, რომ ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურებები, ეხმაურება და წერს:
ეს “ყველა ქვეყანაში ხდება” ნუ გაქვთ იღლიაში ლავაშივით ამოჩრილი, თქვენი ჭირიმე რაა…
ახლავე გეტყვით რა “არ ხდება ყველა ქვეყანაში”:
● ყველა ქვეყანაში, ქვეყნის 2-გზის პრემიერ-მინისტრი არ ზის კორუფციისთვის;
● ყველა ქვეყანაში ქვეყნის უსაფრთხოების უფროსი, თავდაცვის მინისტრი არ დაიჭირეს, და ინფრასტრუქტურის (და თელავში ზუსტად ინფრასტრუქტურის პრობლემაა) თუ სხვა მინისტრების მოადგილეები არ დაიჭირეს და მერე მილიონებიანი გირაოებით არ გამოუშვეს გარეთ;
● ყველა ქვეყანაში არ ვარდება 2 კვირის აშენებული ხიდი;
● ყველა ქვეყანაში თვეში ერთხელ ბავშვი არ კვდება იმის გამო, რომ სკვერში დენმა დაარტყა და საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, რომელსაც თავი არ ჰქონდა დახურული;
● ყველა ქვეყანაში არ ჰყავთ იმდენი სპორტსმენი პარლამენტში, რამდენიც ჩვენ;
● “ყველა ქვეყანაში” არ ხდება ნებისმიერი წვიმა თუ თოვლი “სტიქიური უბედურება” და არ კვდება ხალხი ლაფში;
● კიდევ რამდენი “ყველა ქვეყანაშია” იცით?!
თურმე ყველა ქვეყანაში ხდება.
საერთოდ რატომ უნდა გვაინტერესებდეს სხვა ქვეყანაში რა ხდება, მე ჩემი მინდა იყოს “ნორმალური ქვეყანა”, საიდანაც ადამიანს გაქცევა კი არა, ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდა და ამ ქვეყანაში ეცხოვრება.











კომენტარები