• რეკლამა
  • კონტაქტი
19:15, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა – გიორგი შარაბიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ალია ავტორი - ალია
17:40 07-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მე-6 ყოველწლიურ საარჩევნო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ვირტუალური კონფერენცია არჩევნების მთლიანობის პროექტისა და კარტერის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

გიორგი შარაბიძემ პრეზენტაციის – „საქართველოს საარჩევნო გამოცდილება – ინსტიტუციური და ტექნოლოგიური განვითარება, ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები“ წარდგენისას საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო ორ საერთო არჩევნებზე ფართო მასშტაბით გამოიყენა ელექტრონული ტექნოლოგიები და ორივე არჩევნების ადმინისტრირება მაღალ პროფესიულ დონეზე, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელსაც ადმინისტრაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად ახორციელებდა.

გიორგი შარაბიძის გამოსვლის შემდეგ აქტიური დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მან მონაწილეების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, მათ შორის: საარჩევნო მთლიანობა კენჭისყრის პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მდგრადობა: დამოუკიდებლობა პრაქტიკაში, ამომრჩეველთა ნდობის გაღრმავება საარჩევნო პროცესის მიმართ, ინკლუზიური საარჩევნო გარემო და მისი ხელმისაწვდომობა და ა.შ.

საარჩევნო მთლიანობის პროექტის (The Electoral Integrity Project) მიზანია ინოვაციური და საარჩევნო კვლევების ჩატარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობენ კანადისა და ავსტრალიის კვლევითი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

მე-6 ყოველწლიური ვირტუალური საარჩევნო კონფერენცია 6-9 ივლისს გაიმართა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved