• რეკლამა
  • კონტაქტი
08:44, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პატიმრების მშობლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ალია ავტორი - ალია
13:01 07-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
314

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილი. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

“დღეს ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები, მივმართავთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებას.

უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ ფაქტობრივად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მივმართოთ ქვეყნის მოქალაქეებს.

ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ხმა არ ისმის იმ მაუწყებელში, რომელიც ფინანსდება საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და, შესაბამისად, ეკუთვნის მთელ საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ხელისუფლებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონითა და მისი მანდატით, მას ეკისრება ვალდებულება, სრულყოფილად, მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები, უზრუნველყოს განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენა და დაიცვას საზოგადოების უფლება, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.

სინდისის პატიმრების საქმეები, მათი უფლებრივი მდგომარეობა, მათი ოჯახების ბრძოლა და საზოგადოების ფართო ინტერესი უდავოდ წარმოადგენს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს. ამ თემის იგნორირება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დაფუძნებული.

ჩვენი პირველი მოთხოვნაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშუქდეს ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი და საზოგადოებამ გაიგოს ჩვენი მოთხოვნები.

ჩვენი მეორე მოთხოვნაა უახლოეს პერიოდში გაიმართოს ოფიციალური სამუშაო შეხვედრა, ჩვენსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შორის.

ჩვენი მესამე მოთხოვნაა სინდისის პატიმრების, პოლიტპატიმრების მშობლებსა და ოჯახის წევრებს დაგვითმონ პირდაპირი ეთერი, რომ ამ არხითაც მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას. რათა სასამართლო სხდომების დახურვის პირობებში საქართველოს მოსახლეობას თავადაც მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი შვილების, ოჯახის წევრებისა და მათი საქმეების შესახებ.

მეოთხე – მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, ჩანიშნოს სხდომა და გვიპასუხოს კითხვებზე რატომ არცერთხელ არ დაგვეთმო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი პატიმრების ოჯახის წევრებს??? რატომ არ შუქდებოდა ჩვენი აქტივობები, მაშინ როცა ჩვენ თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ, მოქალაქეებთან პირადად მივიტანეთ თავისუფლების ხმა ციხიდან და გავმართეთ ასზე მეტი ღონისძიება, აქცია თუ სხვაგვარი აქტივობა, გვიპასუხეთ ჩვენ და საზოგადოებას, მიუხედავად არაერთჯერ სხვადასხვაგვარი ფორმით მომართვისა, რატომ არ დაგვეთმო ეთერი?

ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ მოპყრობას. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – თანაბარ წვდომას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას და საზოგადოების ინფორმირების უფლებას.

ჩვენ წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს დღესვე და 12 საათის განმავლობაში საღამომდე ვიქნებით აქ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან…

მოვუწოდებთ ყველა ჩვენს გულშემატკივარს გამოხატონ პოზიცია, ვიმსახურებთ და გვეკუთვნის თუ არა პირდაპირი ეთერი წელიწადნახევრიანი დაუღალავი ბრძოლის შემდეგ მაინც საზოგადოებრივ მაუწყებელზე…

ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ემსახუროს საზოგადოებას, დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი და არ დატოვოს ჩრდილში არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. დღეს სწორედ ამ პასუხისმგებლობის შესრულებას მოვითხოვთ”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved