ფოტო – პუბლიკა
ჭიათურის პროტესტის მონაწილეს, გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
ბრალდების მხარე მას მაღაროს დირექტორზე თავდასხმის საქმის განმხილველი მოსამართლის, თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფას ედავება.
ცნობისთვის, გიორგი ნეფარიძეს მაღაროს დირექტორზე თავდასხმის საქმეზე 6 წელი და 3 თვე უკვე მისჯილი აქვს.
ნეფარიძის ადვოკატი, ნინო ანდრიაშვილი “პუბლიკასთან” საუბრისას აცხადებს, რომ მოსამართლემ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოაცხადა, თუმცა სიტყვიერად არ განუმარტავს, ორი სასჯელის გათვალისწინებით საბოლოოდ რა სასჯელი განესაზღვრა გიორგი ნეფარიძეს.
შესაბამისად უცნობია, გამოტანილი სასჯელი უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თუ შეკრებითობის პრინციპით, წელიწად-ნახევარი უკვე მისჯილ 6 წელსა და 3 თვეს დაემატა.
ცნობისთვის, 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ჭიათურელები დამნაშავედ ცნო და გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წელი და 3 თვე, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა.
ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 28 აპრილს შუქრუთის მაღაროს დირექტორთან მომხდარ ინციდენტზე დააკავეს.











კომენტარები