პროკურატურა ბაჩო ახალაიას ბრალთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს არა ბიძინა ივანიშვილის დამხობისაკენ მოწოდებას ედავებიან, არამედ, სასამართლოს სხდომაზე, რომლის გადაღებაც აკრძალული იყო, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებას.
ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ბაჩანა ახალაიას თითქოს, ბრალდება ედავება ბიძინა ივანიშვილის დამხობისაკენ საჯაროდ მოწოდებას, რაც ხასგასმით ვაცხადებთ, რომ არასწორია. კიდევ ერთხელ საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალდების დადგენილების თანახმად, 2026 წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაჩანა ახალაიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას განაცხადა, რომ ,,ეს ხელისუფლება არი დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად. ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით. ეს არი ერთადერთი გზა და ჩვენ, მეც თქვენც და ნებისმიერს გვაქ ლეგიტიმური უფლება ამის გაკეთების და ჩვენს შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ამის ვალდებულება.“ შესაბამისად, მისი ქმედება – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2026 წლის 6 ივლისს, ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო და განუსაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.











კომენტარები