• რეკლამა
  • კონტაქტი
07:38, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავმჯდომარე მე ვიქნები, ნანუკა – აღმასრულებელი მდივანი. შემოდგომაზე გამოვაცხადებთ გეგმას” – სააკაშვილი დროებითი მართვის ორგანოს შექმნას აანონსებს

ალია ავტორი - ალია
15:02 07-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ნანუკა ჟორჟოლიანი
Facebook-ზე გაზიარება
940

მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ენმ-ში რეფორმატორთა საბჭო შეიქმნას, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს,  ნანუკა ჟირჟოლიანი კი საბჭოს აღმასრულებელი მდივნის მოვალეობას შეასრულებს.

ბოლო კვირებში აქტიურად მიმდინარეობს ჩემ მიერ ინიცირებული დისკუსია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალზე, რომელშიც ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ამდენი ადამიანის ჩართულობა ძალიან მახარებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მნიშვნელობას ქვეყნის გადარჩენისა და შემდგომი განვითარებისთვის. ამავე დროს, ხალხი უკმაყოფილოა ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობით და ითხოვს ცვლილებებს. ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ძირეულ და სისტემურ რეფორმებს!

დღეს, 8 ივლისს, ნაციონალური მოძრაობის ყველა თანამდებობის პირს უმთავრდება წესდებით დადგენილი უფლებამოსილება. ჩვენ უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ მათგანს, რადგან მათ ურთულეს პირობებში მოუწიათ მუშაობა. განსაკუთრებით მინდა მოვეფერო და მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს რეგიონებში – იქ იყო, არის და ყოველთვის იქნება მოძრაობის მთავარი ძალა და დაუმარცხებელი სულისკვეთება! ჩვენ ვართ დემოკრატიული მოძრაობა და ამ წესს  აუცილებლად დავიცავთ, ამჯერად როტაციას არა ჩვეული წესით, არამედ სრულიად სხვა, ახალი გზით მოხდება.

ახლა მოძრაობა აცხადებს გარდამავალ პერიოდს. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ შიდაპარტიული რეფორმებისთვის. ამავდროულად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა რეჟიმს არ მივცეთ რაიმე დამატებითი, ფორმალური საბაბი ჩვენს გასაუქმებლად. ამიტომ, ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. დიქტატურის ჩარევის პირობებში, ერთადერთი, ვისი ფორმალური თანამდებობაც სოლიდარობის ნიშნად უნდა შევინარჩუნოთ, სანამ ის ციხეშია არის ჩვენი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.

მე ვთავაზობ, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც პრაქტიკულად ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გავუხსნით სხვებსაც. 

ეს რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმდჯომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად და საზოგადოებრივ პლატფორმად, არა მხოლოდ პარტიული ადამიანებისთვის, არამედ იმ პროფესიონალებისა და პატრიოტებისთვის, რომლებიც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებდნენ. ამ საბჭოს მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ თქვას ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში (რასაც ჩვენი მოძრაობა ყოველთვის აკეთებდა) და შექმნას თანამედროვე, ახალგაზრდული, სახალხო მოძრაობა.

პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები. განახლებულ მოძრაობაში ერთგვარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ, რათა მათ შემოიტანონ ახალი ენერგია.  რეფორმატორთა საბჭო იქნება მთლიანად ჰორიზონტალური საბჭო, სადაც ყველა იქნება თანასწორი და დამოუკიდებელი.

ჩემთვის პირადად ეს ურთულესი პერიოდია. ციხეში ყოფნამ მე ამ ხალხთან, საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობაში ხელი ძალიან შემიშალა. ამ წლების მანძილზე უამრავი ახალი, მაგარი ლიდერი გამოჩნდა, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ პირადად არ ვიცნობ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს  რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. საბჭოსთან ერთად, სწორედ ის იქნება ჩემი მთავარი კავშირი ამ ხალხთან.

შემოდგომაზე რეფორმატორთა საბჭო გამოაცხადებს ფუნდამენტური გარდაქმნის გეგმას. მოძრაობა გახდება მაქსიმალურად ჰორიზონტალური, სადაც გადაწყვეტილებას მიიღებს ყველა წევრი და აქტიური მხარდამჭერი, ფორმალური თანამდებობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა და ყველა შიდა სტრუქტურა იქნება საყოველთაო კენჭისყრით არჩევადი და შეცვლადი.

ქვეყანაში არის დიქტატურა და ტრადიციული სტრუქტურით პარტიების ბრძოლა ვერ იქნება ეფექტური. ჩვენ უნდა გავშალოთ ფართო ფრონტი და განვახორციელოთ დიქტატურისთვის “ათასი ჭრილობის” მიყენების და ამ გზით მისი წაქცევის პროგრამა. ეს სტრუქტურა უნდა მოერგოს პარტიის შესაძლო ფორმალურად გაუქმების საფრთხესაც. ერთია, როცა მოძრაობას აქვს რამდენიმე ოფისი, რომელთა დახურვა დიქტატურისთვის ადვილია, ან ჰყავს რამდენიმე თანამდებობის პირი, რომელთა იზოლაცია შესაძლებელია, და მეორეა – როცა ეს არის მთლიანად დეცენტრალიზებული მოძრაობა, რომელიც ისეა გაშლილი და ფესვგადგმული, რომ მისი ამოძირკვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება; როცა ყველა წევრის, აქტივისტის და მხარდამჭერის სახლი არის ცალკე, ავტონომიურად არსებული ოფისი. როცა არცერთი ლიდერის დაკავებას პრინციპში აღარ აქვს აზრი, რადგანაც ყველა ლიდერია!
ჩვენი დაფინანსების მოდელიც მეტად დაიხვეწება და ჩვენს ხალხს მისცემს პირდაპირი ჩართულობის ბევრად გამარტივებულ საშუალებას.

ჩვენი მიზანია არა სხვებთან კონკურენცია და უაზრო დებატები, არამედ სამიზნის გასწორება დიქტატურის მოშორებაზე, ამ ურთულეს ისტორიულ მომენტში, უზარმაზარი საფრთხეების პირობებში საქართველოს გადარჩენაზე და დიდი რეფორმების გზაზე დაბრუნებაზე.
ასეთია ჩემი მოსაზრებები. აბა, თქვენ რას ფიქრობთ?”

დღეს, 8 ივლისს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა თანამდებობის პირს წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ვადა ეწურება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved