ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველის, გიორგი ბახუაშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნას ოპოზიციონერი, თეონა აქუბარდია ეხმაურება და ამბობს:
ივანიშვილს ყოველთვის, რაც არ უნდა თავისი პრემიერები ჰყოლოდა, და ასეთი ბევრი ჰყავდა და არცერთი სამ წელზე მეტი არ ყოფილა, ყოველთვის საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირები ჰყავდა ძალოვან უწყებებში, მისი დაცვის და პირადი უსაფრთხოების ყოფილი წევრები. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისი რეჟიმის უსაფრთხოებისთვის თუნდაც მისი დანიშნული პრემიერების ნდობა არ არის, ამიტომ მას პირდაპირი საკომუნიკაციო არხი სჭირდება მათთან და მეორე – ცვლილებების შემთხვევაში, ეს ადამიანები დაიკავებენ უფროსების თანამდებობას, რაც არაერთხელ გვაქვს მათ შორის გომელაურის მაგალითზე ნანახი. ამიტომ თუ მოხდება ცვლილება კობახიძის და მათ შორის მდინარაძის, რომელიც უკვე მოხდა, სუსის უფროსობიდან კოორდინატორობამდე დაქვეითებით, შესაძლებელია, ეს იყოს მორიგი სვლა საჭადრაკო დაფაზე ბიძინა ივანიშვილის.
ცნობისთვის, გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს











კომენტარები