აზერბაიჯანის პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, თბილისში მოკლული 21 წლის ფატიმა კერიმოვას მკვლელობის გამოძიებაში ქართულ მხარეს დაეხმაროს.
ზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო АPА წერს, რომ ეს ინფორმაცია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურიდან მიიღეს.
უწყების თანახმად, სამართალდამცველები ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურად ატარებენ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 30 წლის კაცის მიმართ, რომელიც ფატიმა კერიმოვას ბიძაშვილია.
იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მიმართა და გამოთქვა მზადყოფნა „ასეთის საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებას სრულად გაუწიოს სამართლებრივი და სხვა აუცილებელი დახმარება საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში“- წერია სტატიაში.
აზერბაიჯანი გამოხატავს მზადყოფნას უზრუნველყოს გამოძიების სრული, ობიექტური და ყოვლისმომცველი წარმართვა, რათა დადგინდეს საქმის ყველა გარემოება და მომხდარს მიეცეს სამართლებრივად შეფასება.
21 წლის ფატიმა კერიმოვას ცხედარი პოლიციამ 26 ივნისს, თბილისში, ვარკეთილში, საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინა. ქალის მკვლელობაში ბრალდებული თურქეთში დააკავეს.











კომენტარები