• რეკლამა
  • კონტაქტი
22:38, ორშაბათი, 6 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

ალია ავტორი - ალია
20:32 07-06-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია ორ ტრანშად განხორციელდა – 15 მილიონი აშშდოლარის მოცულობის 2-წლიანი და 5 მილიონი აშშდოლარის მოცულობის 6-თვიანი ობლიგაციები.

6-თვიანი ტრანში ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციაა, რაც ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

2-წლიანი ობლიგაციის კუპონი 7.00%-ს შეადგენს, ხოლო 6-თვიანი ტრანშის განაკვეთი 5.75%-ია. ხაზგასასმელია, რომ 2-წლიანი ობლიგაციების განაკვეთი ყველაზე დაბალია ადგილობრივ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ, აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის.

მოზიდული სახსრები თეგეტა მოტორსის არსებული ობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდა, რითიც კომპანიამ დაფინანსების ხარჯები მნიშვნელოვანად გაიუმჯობესა.

„თეგეტა მოტორსი საქართველოს კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ინოვაციური ემიტენტია. კომპანიასთან ერთად ბაზარზე განვათავსეთ პირველი ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციები, პირველი ლარში დენომინირებული მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები, პირველი ამორტიზებადი სტრუქტურის მქონე ობლიგაციები. მოხარული ვარ, რომ ამჯერადაც სწორედ ჩვენს პარტნიორობას უკავშირდება მნიშვნელოვანი სიახლე – ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციები.

ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს ბაზრისთვის ინოვაციური ტრანზაქციები და მხარი დაუჭიროს წამყვან ქართულ კომპანიებს დაფინანსების სტრუქტურის ოპტიმიზაციაში, მათ საჭიროებებზე მორგებული კაპიტალის ბაზრის გადაწყვეტილებებით. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალი უკვე ხუთ კომპანიას დაეხმარა ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ჯამში, 8 ტრანზაქციის ფარგლებში 365 მილიონი ლარის კორპორაციული ობლიგაციები განვათავსეთ. შედეგად, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას – ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე ჩვენი წილი 73%-ია“, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა მოტორსის“ობლიგაციების მორიგმა ემისიამ ინვესტორთა მაღალი ინტერესის ფონზე წარმატებით ჩაიარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 6-თვიანი ტრანშის განთავსებით ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაცია გამოვუშვით, ხოლო 2-წლიანი ტრანშის კუპონი ყველაზე დაბალია ადგილობრივ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების მიერ აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორთა მაღალ ნდობას „თეგეტა მოტორსის“ მიმართ. მოზიდული სახსრებით არსებული ობლიგაციების რეფინანსირება მოვახდინეთ და დაფინანსების ხარჯები მნიშვნელოვნად გავიუმჯობესეთ. თიბისი კაპიტალთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული და ინოვაციური ტრანზაქცია განვახორციელეთ, რითიც „თეგეტამ“ ქართული კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ემიტენტის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა“, – ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
არქი ჰორაიზონი
ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

18:23 07-05-2026
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved