• რეკლამა
  • კონტაქტი
23:55, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა ჯანდაბა ხდება ასეთი ახლა რუსეთში?” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
17:31 07-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ბექა კობახიძე
Facebook-ზე გაზიარება
330
ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:
უკრაინის ომში, სამხედროზე მეტად, ხდება ფსიქოლოგიური გარდატეხა, რომ უკრაინა ამ ომს იგებს. სულ ცოტა ის, რომ რუსეთის მხრიდან ომის მოგება გამორიცხულია.
ეს განცდა უკრაინაში პირველივე დღიდან არის, მაგრამ ახლა ევროპაში და რუსეთშიც დაიწყო დომინირება. ნაგავსაყრელად ქცეული ყირიმი და რუსეთში უსაშველო ბენზინის რიგები ამ განცდის გაძლიერებას მხოლოდ ეხმარება.
აი, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე სოფლის ან პატარა ქალაქის აღება. ომში წააგებს ის, ვინც მორალურად და მატერიალურად ჩამოიშლება. ჰოდა ამ მიმართულებით კაი გვარიანი ნაბიჯები გადადგა უკრაინამ.
იგრძნო ეს პუტინმა და პირადად გააქტიურდა ფატალური აღქმების შესატრიალებლად. ყველა მეთოდს იყენებს. სამხედრო ფორმაში გამოეწყო, აქტიურად დაიწყო სატელევიზიო საუბარი საზოგადოებასთან, აღიარეს რომ ეს ომია და არა “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, იტყუება რომ კონსტანტინოვკა აიღეს და ასევე იტყუება, რომ რუსეთმა წელს 3000კვკმ დაიკავა, როცა ეს მაჩვენებელი რეალურად 600კვკმ არის. გაჭირვებულ რუსთა თვალსასეიროდ ჯერ არნახული რაოდენობის რაკეტები ესროლა კიევში საცხოვრებელ კორპუსებს, რომ აი ნახე რა დღეში ვაგდებ ამათ, რას ქვია ვაგებო.
ეს პროცესი საკუთარ ფბ კედელზე ვიგრძენი და შეიძლება თქვენც იგრძენით. აქამდე რომ არასდროს ყოფილა, მასობრივად მიგდებს რუსი პროპაგანდისტი ბლოგერების ოპტიმისტურ პოსტებს; ქართულენოვანი (ან ეთნიკურად ქართველი) რუსების პოსტი მხვდება ყოველი მეორე. აი როგორ დაიკავეს მთელი ლუჰანსკის ოლქი და როგორ ძალით მიათრევენ საბრძოლველად უკრაინელებს ფაშისტები…
ერთი პოსტი შემხვდა: რუსეთში ბენზინი 80 რუბლი ღირს, ხოლო უკრაინაში 120 რუბლი, რა გაწუწუნებთო, შეაგონებდა მრავალფოლოუერიანი პროპაგანდისტი უკმაყოფილო რუსებს.
რუსეთში ბენზინი შეიძლება ერთი რუბლიც ღირდეს, მაგრამ არ არის ბენზინი და რაც არ არის იმას რა ფასიც გინდა დაადე. ანუ, იაფი ღირს ბენზინი, რომელიც არ არის.
მარა რა არის იცით? ომი რომ დაიწყო უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, 24-დან 27 თებერვლამდე უკრაინაში ვიყავი. ლუჰანსკის ოლქიდან მოლდოვამდე მანქანით გადავიარე მთელი ქვეყანა. იქაც 20 ლიტრიანი ლიმიტი იყო დაწესებული, მარა მე არც ერთ ბენზინგასამართ სადგურზე რიგი და პანიკა არ მინახავს. რა ჯანდაბა ხდება ასეთი ახლა რუსეთში?
ეს ყველაფერი ძალიან კარგია. რეჟიმის კოვნულსიებია. ჯერ სად ხართ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved