“ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს” – სასამართლოშივე ნათქვამი ამ ფრაზის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: “მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს”, წაუყენეს.
ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს











კომენტარები