ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ანკარაში მიმდინარე კვირას ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა 8 ივლისს გაიმართება.
ცნობილია, რომ 4 ივლისს, ტრამპი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით ესაუბრა.
ტრამპთან საუბრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ განიხილეს მიმდინარე სიტუაცია ფრონტზე და დიპლომატიაში.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა მოსკოვში 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პუტინმა ტრამპს უთხრა: “რუსეთის არმია ნებისმიერ შემთხვევაში აიღებს დონბასის ყველა რაიონს”











კომენტარები