• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავს ვაიძულებ ვიცოცხლო, სანამ ყველა სავარაუდო დამნაშავე მაქსიმალურ სასჯელს არ მოისმენს – ეკა კუპატაძე

ალია ავტორი - ალია
10:57 07-06-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

მერვე დაკავებული გიგა ავალიანის საქმეში და ბრალი, რომელიც დაკავებიდან ორ დღეში დამძიმდა – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს, გიორგი მალანიას, ახლა უკვე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.

გამოძიების მტკიცებით, სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით მოიპოვა თავდამსხმელმა ალექსანდრე გაბაშვილმა ინფორმაცია ახალგაზრდა მასწავლებლის გადაადგილების შესახებ, დაგეგმა ჩასაფრება და ანგარიშსწორება თანამზრახველებთან ერთად. დაცვის მხარე ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

საქმის ამ ეტაპს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გიგა ავალიანის დედა. ავალიანზე თავდასხმის მოტივად, დანაშაულის მონაწილე არასრულწლოვნები ეჭვიანობას ასახელებენ.

ახალგაზრდა მასწავლებელს პირველი ოქტომბრის ღამეს, თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს დაესხნენ თავს, უმძიმესი დაზიანებებით ავალიანმა 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ეკა კუპატაძის განცხადებით, გიგა ავალიანის საქმეზე გამოძიება სრულად არის ჩატარებული და საქმეში არსებული მტკიცებულებები ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს იძლევა. მისივე თქმით, სამართლის აღსრულების მოლოდინი აქვს და დარწმუნებულია, რომ საქმეზე ბრალდებული პირები მაქსიმალურ სასჯელს მიიღებენ.

“საქმე გამოძიებულია სრულად, გამყარებულია უამრავი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებით, სამართლისთვის პროკურორებს ხელი არ უნდა შეეშალოთ ვიღაც მერაბ მალანიას გავლენებით… მჭირდებოდა სწორედ ასეთი ქალბატონის [ეკატერინა ხვედელიძის ] შეხიდებაც და ველოდებოდი კიდეც იცით მისგან უკუკავშირს. ჩვენ ერთად, საქართველოს მოსახლეობამ, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთადაც, ეს ომი მოვუგეთ მკვლელებს. სამართლის ას პროცენტიანი მოლოდინი მაქვს, თავს ვაიძულებ ვიცოცხლო მანამ, სანამ ყველა სავარაუდო დამნაშავე არ მოისმენს მაქსიმალურ სასჯელს”, – აცხადებს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე “კურიერი P.S.”-თან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved