• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მანქანის დაძვრისას შემთხვევით სხვა „პედალს“ დააჭირა ფეხი -დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული ქალის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
10:44 07-04-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად. ჩემთან თქვა – ყველაფერი გაივლის, მაგრამ მე ამ ცოდვით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრებაო. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ბრალდებული ამბობს, რომ ავარიის მომენტი არ ახსოვს და იმ დღეს, როდესაც შემთხვევა მოხდა, ჩვეულებრივ, სამსახურში მიდიოდა.

„თვითონ იმდენად შოკშია. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად. ჩემთან თქვა – ყველაფერი გაივლის, მაგრამ მე ამ ცოდვით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრებაო. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს. იმ მომენტში რა მოხდა, თვითონაც არ ახსოვს. ჩვეულებრივ რუტინა ჰქონდა, სამსახურში მიდიოდა და მოხდა ასეთი ამბავი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილა, არც სხვა გარემოება იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

იმედა ქარქაშაძის თქმით, ეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და არა განზრახ ჩადენილი ქმედება.

ადვოკატის ვერსიით, ავტომობილის დაძვრისას ქალს შეეშალა „პედალი“ და შემთხვევით სხვას დააჭირა ფეხი, რამაც შეჯახება გამოიწვია.

„არ არის ის გარემოება, რასაც სოციალურ ქსელებში წერენ. ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ადამიანი გარდაიცვალა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაციაა, ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევა. არ არის ისეთი, რომ ვთქვათ სპეციალურად მოხდა დაჯახება ან სხვა მიზანი იყო. ეს გამორიცხულია.

არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, არ მითქვამს, რომ დაზიანება იყო მანქანის რომელიღაც ნაწილში. გადაცემათა კოლოფს დაზიანება ჰქონდა, თვითონ შეამჩნია. სხვა ყველაფერი ნორმალურად მუშაობდა. ეს იყო ისეთი მომენტი, რომელიც შეიძლება ბევრს დაემართოს. სახეზე გვაქვს არაგანზრახი დანაშაული. უბრალოდ მანქანის დაძვრისას აერია და შემთხვევით სხვა პედალს დააჭირა ფეხი, აქედან გამომდინარე მოხდა შეჯახება“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ უკვე შეამოწმა ავტომობილი.

მისი განცხადებით, სამუხრუჭე სისტემა მწყობრში იყო, ასევე გამართული იყო საჭის მექანიზმიც.

„გამოძიება უკვე ჩაატარა ექსპერტიზა. სამუხრუჭე სისტემა მწყობრში იყო. ასევე გამართული იყო საჭე. ის, რომ შემთხვევა სხვა გარემოებამ გამოიწვია, არ ჩანს. ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ ვართ შეთანხმებულები, თუ უნდათ ნებისმიერი ფორმით ჩავატარებთ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დადიანის ქუჩაზე 22 ივნისს მოხდა. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, შუახნის ქალი ტროტუარზე გადაადგილდებოდა, როდესაც ტროტუარიდანვე დაძრული მანქანა მას დაეჯახა და იქვე მდგარ ავტომობილს მიაჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, ქალი, რომელიც მანქანას მართავდა, დაკავებულია და მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved