• რეკლამა
  • კონტაქტი
01:00, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სირცხვილია. და იმდენად დიდი სირცხვილი, რომ დამალვას აზრი აღარ აქვს”– სამირა ბაირამოვა

ალია ავტორი - ალია
20:26 07-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,885

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, სოციალურ ქსელში, წერს:

სირცხვილია. და იმდენად დიდი სირცხვილი, რომ დამალვას აზრი აღარ აქვს.
ადრე გავჩუმდი პატივისცემის გამო, იმ იმედით, რომ მსგავსი აღარ განმეორდებოდა. მაგრამ როცა შენი შრომა, შენი ბრძოლა და შენი გავლილი გზა საერთოდ არაფერს ნიშნავს დუმილი უკვე დანაშაულს ჰგავს.
Council of Europe Office in Georgia • ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
პროექტზე დამიკავშირდნენ „ინკლუზიური დემოკრატიის გაძლიერება სამოქალაქო დიალოგის მეშვეობით“. თემა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ დავთანხმდი. თან ჩემთვის ძალიან ღირსეული ადამიანმა მომცა რეკომენდაცია. მაგრამ როგორც კი გავიგე, ვინ შეიძლება ყოფილიყო შეხვედრის პარტნიორი, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ბუნებრივად გამიჩნდა კითხვა ვისთან უნდა ვისაუბრო „დიალოგზე“? კიდე იგივე სირცხვილში არ მოვხვდე. რადგან ეს უკვე მოხდა.
მარნეულში, რამადანის პერიოდში, ნიდერლანდების ელჩის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც უნდა გვესაუბრა ევროპულ ღირებულებებზე, შეხვედრაზე დამხვდნენ გონგოები, პრორუსულები და ადამიანი, რომელიც ჩემი ძალადობის საქმეში ფიგურირებდა. და ეს ხალხთან მე უნდა დავჯდე ერთ ლოკმა პური ვჭამო და შეურაცყოფა მივაყენო თავზე?
ეს იყო შოკი, შეურაცხყოფა და სრული აბსურდი. მე იმ შეხვედრაზე არ შევედი იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ეს სირცხვილს არ დავუშვებდი. მივწერე ელჩს მოადგილეს ასევე. და ორგანიზატორი თეორიებით მიხსნიდა რომ „დიალოგი აუცილებელია იმ ხალხთანო ანუ გონგოებთან, კაცო რას ლაპარაკობ, ვისი აზრი?
როცა გუშინ მეილი მივიღე და ისევ ის პარტნიორი ორგანოზაცია რო ვნახე რა თქმა უნდა მინდოდა გამერკვია. წინასწარ ავუხსენი ყველაფერი ვუთხარი წინა შეხვედრაზე და სახელ გვარებიც. პირდაპირ ვთხოვე არ დამაყენოთ ისევ იმავე მდგომარეობაში, ავუხსენი ადამიანურად მაშინ როგორ ცუდად ვიგრძენი თავი. არაოო
დღეს კი როდესაც ადგილზე მივედი შოკი მქონდა პრორუსებთან, ადგილობრივი პოსტ ტვსთან, ასეთი ხალთან მომიწევდა ყოფნა ვინც ევროპის აგენტს მეძახის. რა თქმა უნდა დავაფიქსირე ჩემი კრიტიკა. უარი ვუთხარი. მივიღე პასუხი, რომელიც ყველაფერს ამბობს: “არ ინერვიულეთ მანდ არაფერი მოხდება” თურმე მთელი პრობლემა ეს ყოფილა. რას მაწვალეთ, დილით მარნეულიდან ავდექი და მოვედი ასეთი სირცხვილისთვის? კულტურულად და ადამიანურად ხომ აგიხსნით აღარ შემიძლია ასეთი ხალხთან და თუ იქნებიან მირჩევნია არ მოვიდე!!!
საქმე იმაში არ არის, რას დამიშავებენ ფიზიკურად ან სიტყვიერად. საქმე იმაშია, რომ საერთოდ ვერ იგებთ რას ნიშნავს ჩემთვის ეს ყველაფერი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც პრორუსულ ძალებთან ბრძოლის გამო სამი თვე გაატარა სპეციალური დაცვის პროგრამაში. ორი წელია მიზანმიმართულად მლანძღავენ, აგენტს მეძახიან, მაკავშირებენ პროპაგანდისტულ ქსელებთან. არამარტო მე. და ახლა მეუბნებით, რომ ამავე ადამიანებთან უნდა ვისაუბრო „სამოქალაქო დიალოგზე“?
ეს არის ცინიზმი.
ეს არის იმ რეალობის სრული უარყოფა, რომელშიც ვცხოვრობ და ვმუშაობ.
თქვენ არ იცით რა ხდება ქვემო ქართლში. არ იცით რა ფასად გვიწევს ეს ბრძოლა. ყოველდღე 5-6 საათს ვხარჯავ, რომ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია ევროკავშირზე და დასავლურ ღირებულებებზე. არ მაქვს დასვენება — არც შაბათი, არც კვირა. და ამ ყველაფრის ფონზე პასუხი არის — „არ ინერვიულოთ“.
ის ადამიანები ქართულადაც კი არ საუბრობენ, და მე მათთან რუსულად უნდა შევიდე დიალოგში? იმ ხალხთან, ვინც წლებია მიზანმიმართულად ცდილობს ჩემი და ჩვენი ერთობლივი საქმიანობის დისკრედიტაციას?
ეს აღარ არის დიალოგი. ეს არის დაცინვა.
და ეს არ არის პირველი შემთხვევა.
მარნეულში, როდესაც ევროკავშირის შესახებ ფლაერებს ვავრცელებდით, თავს დაგვესხნენ. მთელი ქვეყანა საუბრობდა ამაზე. და შემდეგ რა მოხდა? იგივე მოძალადე ადამიანი დაასვენეს ყვარელში და სერტიფიკატიც გადასცეს.
ყოველ ჯერზე, როცა ხმას ვიღებ, შედეგი ერთია – პროექტებიდან ბლოკირება. ძალიან მარტივი „გამოსავალია“. დიახ, სიმართლე მწარეა.
დამიბლოკეთ სადაც გინდათ.
ეს უკვე მოხდა. როდესაც გავაპროტესტე მოძალადე აქტივისტთან დაკავშირებულ ადამიანთან ერთ პროექტში ყოფნა ნდიაში მე მომხსნეს, ის დატოვეს და კიდევ დაფინანსებაც მისცეს.
ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ ვინმეს უკვირს, რატომ არის ნდობა ნულზე?
ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ შეცდომა.
ეს არის უსამართლობა. ეს არის უპატივცემულობა. ეს არის სიყალბე.
და ბოლოს, სიმართლე და პატივი საითა? ანუ როცა ხარ დიდი ენჯო და “პარტნიორი” მაშინ გაქვს უფლება და ადამიანად გითვლით? თუ ვართ ეთნიკური უმცირესობა რომელიც ჩემი სიტყვის და ღირსების თქვენ თვალში ფასი არ გაქვთ? მარტო “ არ ინერვიულე” და ერთი დიდი, რომელიც გავანათლეთ უმცირესობები?
რადიო მარნეული ყველაფერი ქართულად წერს, მე და კამილა ყოველდღე ვწერთ ქართულად, წლებია ვხსნით, ანუ არ გვისმენთ? იგნორი?
იმდენი რაღაცის წერა შემიძლია. უბრალოდ ეს სიყალბე და მარაზმი საშინილებაა! არ ვიცი რა… აქამდე აი ასე მოვიდა ყველაფერი… რასაც გინდათ ქენით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved