• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2021-2025 წლებში ჩინურმა უნივერსიტეტებმა 12 200-ზე მეტი პროგრამა გააუქმეს”– ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
18:15 07-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,491
მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
გაივლის რამდენიმე კვირა და ამაყი მშობლები საჯაროდ გამოაქვეყნებენ ქვეყნის შინ და გარეთ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული შვილების მიღწევებს. მერე მოვა სექტემბერი და ახალგაზრდები შეუდგებიან სწავლას.
აქვთ კი ან მშობლებს, ან შვილებს გააზრებული თუ რას ისწავლიან და რამდენად გამოადგებათ ნასწავლი?
როდესაც ილიაუნის გაუქმებული პროგრამების სიას გადავხედე, თვალში მომხვდა საფრანგეთმცოდნეობა, გამოყენებითი გერმანისტიკა, ევროპათმცოდნეობა და ა.შ.
შემაჟრჟოლა, როცა წარმოვიდგინე ამ პროგრამების კურსდამთავრებულთა შემდგომი ბედი …
2021-2025 წლებში ჩინურმა უნივერსიტეტებმა 12 200-ზე მეტი პროგრამა გააუქმეს. გაუქმებული პროგრამების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენდა ხელოვნების, უცხო ენების და ზოგადად ჰუმანიტარული საგნების შემსწავლელ კათედრებს.
ეს პროგრამები ჩანაცვლებული იქნა 10 200 ახალი პროგრამით, რომლებიც შეისწავლის რობოტიკას, კომპიუტერულ მეცნიერებებს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.
ეროვნული განათლების დიგიტალიზაციის, ანუ გაციფრულების დოქტრინის თანახმად, ყველა უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო გახდა ხელოვნური ინტელექტის ჩართვა სასწავლო პროცესში. პედაგოგებს უტარდებათ შესაბამისი სავალდებულო წვრთვნა.
მსოფლიო კატასტროფული სისწრაფით იცვლება; ასობით სხვადასხვა პროფესია მალე აბსოლუტურად უსარგებლო გახდება. აქვს რაიმე ჩამოყალიბებული ხედვა და სტრატეგია ქართული განათლების მესვეურებს ამ საკითხთან დაკავშირებით?
ვაცნობიერებთ თუ არა იმ ფაქტს, იმის გამო, რომ ყოვლად უსარგებლო საგნების პროფესურას მინიმალური შემოსავალი ჰქონდეს, ათასობით ახალგაზრდას ვწირავთ უმუშევრობისათვის?
პატივცემულო ახალგაზრდებო და მშობლებო, გაითვალისწინეთ არსებული რეალობა, თვალი შეავლეთ თქვენს პარლამენტს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ წარმომადგენლებს; გაიაზრეთ რა კონტექსტში გიწევთ არსებობა და დაფიქრდით, სანამ სპეციალობას შეარჩევთ. არავინ იფიქრებს თქვენს ნაცვლად.
მსოფლიო კოსმოსური სისწრაფით იცვლება და ამ დროს გაცდენილი წლები დეკადებით ჩამოგარჩენთ პროგრესს.
იფიქრეთ .

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved