“ოცნების” წევრი, ლევან მაჭავარიანი ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ირანში “მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან”, პასუხობს და ამბობს:
“ნამდვილად არ მაინტერესებს ჯო უილსონი რას ამბობ. ის ძალიან არასერიოზული ადამიანია, რომელიც ფულს აკეთებს ლობიზმით. სხვათა შორის, ინაუგურაციის დროს ბილეთებით და დროშებით ვაჭრობდა. ამდენად მდაბიო და არასერიოზულ ადამიანზე გვაქვს საუბარი.
რაც შეეხება ირანს – რა თქმა უნდა, ფართო რეგიონში ირანი ჩვენი მეზობელია. ბატონი ყაველაშვილი ჩადის, ისევე როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის. ამაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ლოგიკურია.
რაც შეეხება აშშ-სთან ჩვენ ურთიერთობას – რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პრიორიტეტული და კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ჩვენი მხრიდან. აშშ-მ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც გაწერილი იქნება ორივე მხარის ინტერესები,”
მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად ირანში ჩავიდა – პირველ კადრებს აეროპორტიდან ირანული მედია ავრცელებს.
ცნობისთვის, უილსონმა თქვა:
„ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო გააღრმავოს. დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან“











კომენტარები