• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურის თქმით, მოწმემ დაადასტურა, ლილუაშვილი რომ “ზოგადად ინფორმირებული იყო ქოლ–ცენტრებზე”

ზეპირსიტყვიერება სუსში, პროკურატურაში და სასამართლოს სხდომაზე – დეტალები

ალია ავტორი - ალია
18:36 07-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

ამდენთვიანი პროცესის შემდეგ, ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფის. სოსო რამიშვილის ჩვენების შემდე, პროკურატურა აცხადებს, რომ ეს არის იმის მტკიცებულება,  “სუსი რომ ინფორმირებული იყო ქოლ–ცენტრებზე”. ადვოკატი კი, ამასაც უარჰყოფს და ამბობს, რომ საქმის პროკურორი ცრუობს და მოწმეს არ უთქვამს, რომ ქოლ–ცენტრებზე ინფორმირებული იყო სუსი. 

საქმის პროკუროი, მარიამ ბერძენიშვილი.

მას სამსახურეობრივი შემხებლობა ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან. ეს ადამიანი დღეს დაიკითხა იმისთვის, რომ გარკვეული დეტალები დადგენილიყო. ამ მოწმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაიმე გარემოება გამოკვეთილი არ არის, რომ რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობას შეესწრო ან ერთობლივად ეწეოდნენ. აქ საუბარი არის უწყებრივად ამ კატეგორიის დანაშაულებზე კოორდინაცია როგორ ხდებოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სუს-ს შორის. ვინაიდან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ამ ადამიანს გრიგოლ ლილუაშვილთან,  მის ყოველდღიურობაზე საქმიანობასთან დაკავშირებით, მან ამის შესახებ სასამართლოზე ისაუბრა.

საწყისი ეტაპიდან გრიგოლ ლილუაშვილი განმარტავდა, რომ სუს-ი ზოგადად “ქოლ-ცენტრებთან” დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო, რომ “ქოლ-ცენტრების” საკითხს მის უწყება საერთოდ არ ეხებოდა. ასეთი განმარტება ბრალდებულს არაერთხელ ჰქონდა გაკეთებული, თუმცა დღეს ჩვენ დაკითხული მოწმისგან მოვისმინეთ ის, რომ გარკვეულ ინფორმაციას იღებდა სუს-ი კონკრეტულ “ქოლცენტრთან” დაკავშირებით – ზეპირსსიტყვიერად მათ შორის ლილუაშვილისგან მიუღია ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაძლოა ყოფილიყო ქოლ-ცენტრი და ამის საფუძველზე ხდებოდა უკვე ფინანსტა სამინისტროს რეაგირება, თუმცა მოწმემ ისიც განმარტა, რომ მსგავსი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე როდესაც შევიდოდა, შესაძლოა ადგილზე არ დახვედროდა არაფერი, შესაძლოა დაკეტილი ყოფილიყო და შეინიშნებოდა ტერიტორიაზე ისეთი რამ, რომ დიდი ხნის განმავლობაში არავინ იყო ნამყოფი – ან ხდებოდა გარკვეული ტექნიკის ამოღება, საიდანაც პრაქტიკულად არანაირი ინფორმაციის იდენტიფიცირება არ ხდებოდა. მსგავს მოცემულობებზე ისაუბრა მოწმემ.

რაც შეეხება კითხვას, ცრუ ინფორმაცია იყო თუ არა, ამ ყველაფერს სხვა მტკიცებულებებთან ერთად მიეცემა შეფასება და უკვე ეს დასკვნითი სიტყვის ფორმატი იქნება.

მანვე განმარტა, რომ იწყებდა გამოძიება და შედეგზე ვერასდროს გადიოდა, დაახლოებით 6 წლის პერიოდში მან განმარტა, რომ შედეგზე ვერ გადიოდა”, – განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარე პროკურატურის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას არ ადასტურებს – ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის მტკიცებით, სოსო რამიშვილს პროცესზე არ უთქვამს, რომ ლილუაშვილის მიერ მიწოდებულ მისამართებზე ფინანსურ პოლიიას “ქოლ-ცენტრები” არ ხვდებოდა.

არა, ეს აბსოლუტურად სიცრუეა. ეს ინფორმაცია საერთოდ არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია მოწმეს საერთოდ არ დაუფიქსირებია. 

“ქოლ-ცენტრებთან” დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ლილუაშვილის მხრიდან მოწმეს არ ჰქონია. მან უბრალოდ უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციიდან გამომდინარე ისაუბრა, რომ გარკვეული სახის ინფორმაციები ჰქონდა მიღებული, რომელი ინფორმაციების გადამოწმების შედეგად,  რიგ შემთხვევაში ბუნებრივია მართლდებოდა, მაგრამ არ იყო ეს კომუნიკაცია უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან”, – განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ. 

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved