,,ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე:
,,გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი ის არ დადგეს მერე იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო. პარლამენტებში, ზოგადად, ცუდია მაგრამ ეს ხდება. საქართველოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტებშიც, არაევროპის პარლამენტებშიც, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებშიც არის ცემა-ტყეპა და ემოციები. ლამაზია? – არ არის ლამაზი. მისაღებია? – არ არის მისაღები, მაგრამ ის როდესაც შეურაცხყოფას გაყენებს, ხდება ხო?!”
შეგახსენებთ, რომ მომხდარ დაპირისპირებას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია, გახარიას პარტიამ გამოძიების მოთხოვნით დღეს პროკურატურასაც მიმართა. ისინი ოცნების წევრებს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ადანაშაულებენ.













კომენტარები