• რეკლამა
  • კონტაქტი
17:47, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

ალია ავტორი - ალია
15:14 06-30-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10

თიბისის მხარდაჭერით 2-4 ივლისს დიზაინის ინსტიტუტი უკვე მეოთხედ უმასპინძლებს “სოციალური დიზაინის დღეებს“. მეოთხე გამოცემის თემა ფოკუსირდება ცირკულარულ დიზაინსა და მდგრად ინოვაციებზე.

3 დღის განმავლობაში 20-ზე მეტი ქართველი და შვიდი ქვეყნიდან ჩამოსული საერთაშორისო სპიკერი, სტარტაპერი, ურბანისტი და დიზაინერი ისაუბრებს მასალების ხელახალ გამოყენებაზე, ორგანულ წარმოებაზე, პროდუქტის გამძლეობასა და ახალ ბიზნესმოდელებზე. კონფერენცია შინაარსობრივად დაფარავს: არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების საკითხებს, გადამუშავებული და ორგანული მასალების გამოყენებას ყოველდღიურობაში, მოდის ინდუსტრიისა და მდგრადი მასალების გამოყენების ტრენდებს. ჩატარდება სამუშაო სესიები, მოხსენებები, ლექციები, გამოფენები, დისკუსიები და გასვლითი სესიები.

კონფერენციის ფარგლებში, 2 ივლისს, სპეციალურად თიბისი ტექსკოლისკურსდამთავრებულებისთვის გაიმართება ვორქშოფი. უფროსკლასელები გუნდურად შექმნიან ინტერაქტიული ტექსტურ თამაშს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და პრაქტიკულად გაეცნობიან პროდუქტის სასიცოცხლო ციკლსა და ციკლური ეკონომიკის პრინციპებს. თამაშის შექმნის პროცესში მოსწავლეები იდეის გენერირებიდან პროდუქტის გადამუშავებამდე ყველა ეტაპს გაივლიან, შეიმუშავებენ თამაშის კონცეფციასა და სცენარს. ბოლოს კი შეაფასებენ საკუთარი პროექტის სოციალურ და გარემოზე გავლენას, რითაც განივითარებენ როგორც ტექნოლოგიურ, ასევე შემოქმედებით უნარებს.

ივლისის პროგრამაში მონაწილეობენ: Circular Design Studio Hamburg, BFGF Design Studio, Mutter, UNIDCOM-IADE, Kona Books, IDAAF Architects & Lab, Nahaku Studio, Plastenco, Kasuri, Arjakeli, Ventilator, Plastic Watcher, Common Land Project, Aktusheti, Mziuri, Tene.

კონფერენცია გააერთიანებს ყველასთვის, ვისაც აინტერესებს მდგრადი და ცირკულარული დიზაინი, ცირკულარული ეკონომიკა და ინოვაციური მიდგომები სისტემური ცვლილებებისადმი. ის განსაკუთრებით საინტერესო იქნება არქიტექტორებისთვის, დიზაინერებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის, სტარტაპებისთვის, სამოქალაქო სექტორში დასაქმებულებისა და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მუშაობს ცირკულარული მოდელების, სისტემური დიზაინისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

სამუშაო სესიებზე რეგისტრაცია დაიწყო. აბონემენტის შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ designinstitute.ge.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved